Get All Access for $5/mo

თამბაქოს ინდუსტრიის გიგანტი 10 წელიწადში დიდ ბრიტანეთში ტრადიციული სიგარეტის გაქრობას პროგნოზირებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

"ფილიპ მორის ინთერნეიშენალმა" მხარი დაუჭირა დიდი ბრიტანეთის მთავრობის ინიციატივას, რომელიც 2030 წლისთვის დიდი ბრიტანეთის მოსახლეობაში ტრადიციული სიგარეტის მოხმარების სრულად პრევენციას ისახავს მიზნად.

თამბაქოს ინდუსტრიის გიგანტის, "ფილიპ მორის ინთერნეიშენალის" განცხადებით, კომპანია მხარს უჭერს დიდ ბრიტანეთში ტრადიციული სიგარეტების მოხმარების აკრძალვას, - ამის შესახებ განცხადება PMI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, იაცეკ ოლზაკმა და აღმასრულებელმა თავმჯდომარემ, ანდრე კალანცოპოლუსმა გააკეთეს.

"ტრადიციული სიგარეტის მიმართ ისეთივე მიდგომები უნდა გამოვიყენოთ, როგორიც ძრავაზე მომუშავე ავტომობილების მიმართ - მომავალი ათი წლის განმავლობაში სრულად ავკრძალოთ მათი მოხმარება", - ამბობენ "ფილიპ მორისის" წარმომადგენლები.

კალანცოპოლუსის განცხადებით, ის დადებითად აფასებს დიდი ბრიტანეთის მთავრობის პროგრესულ მიდგომას, რომელიც ზრდასრულ მწეველთათვის თამბაქოს უკვამლო და გასახურებელ მოწყობილობებზე ხელმისაწვდომობის ზრდას გულისხმობს. მას მიაჩნია, რომ თამბაქოს გაყიდვაზე დაწესებული აკრძალვები შეიძლება წარმოადგენდეს მოწევის პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ გზას, თუმცა ის საკმარისი არ არის.

"ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავალი და რაც უფრო მალე მოხდება დასახული მიზნის განხორციელება, მით უკეთესი", - აღნიშნა ოლზაკმა.

2019 წლის ზაფხულში დიდი ბრიტანეთის მთავრობამ წარადგინა კონცეფცია, რომელიც მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ იყო მიმართული. ინიციატივის ერთ-ერთ მთავარ მიზანს 2030 წლისთვის თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი გარემოს შექმნა წარმოადგენს. დასახული მიზნის მიღწევის პროცესში, ინიციატივის ავტორები ზიანის შემცირების სტრატეგიას, ანუ ელექტრონული სიგარეტებისა და თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობების აქტიურ მოხმარებას ანიჭებენ დიდ მნიშვნელობას.

დიდ ბრიტანეთში თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობების მიერ მომხმარებლების ჯანმრთელობაზე განხორციელებული ზეგავლენის შესახებ ორი მნიშვნელოვანი კვლევა ჩატარდა, 2015 და 2018 წელს. ორივე კვლევა დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტებისა და ონკოლოგიური დაავადებების კვლევის ცენტრის მეცნიერების მიერ განხორციელდა. სამეცნიერო კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობები ადამიანის ჯანმრთელობაზე მიყენებულ ზიანს საშუალოდ 95%-ით ამცირებს. სწორედ ამიტომ, დღეს Pუბლიც Hეალტჰ Eნგლანდ-ი თამბაქოს ზიანსი შემცირების პროცესში თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობების მნიშვნელობას აქტიურად განიხილავს.

აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ მიმართული მკაცრი კანონებით გამოირჩევა. ჯერ კიდევ 1985 წელს მთავრობის გადაწყვეტილებით, აიკრძალა თამბაქოს პროდუქტის ტელევიზიით რეკლამირება, 2003 წელს კი ეს შეზღუდვა სარეკლამო ბანერებზეც გავრცელდა. 2005 წლიდან თამბაქოს მწარმოებელ კომპანიებს ეკრძალებათ სხვადასხვა ღონისძიებისა და შეხვედრების სპონსორობა.

უფრო მეტიც, 2007 წელს დიდი ბრიტანეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევის აკრძალვის განკარგულება მიიღო. თუმცა, დღეს დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემა თამბაქოს ინოვაციური პროდუქტების მიმართ ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული კანონმდებლობის მატარებელია.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ტექნოლოგიური ტრენდები

5 ანტრეპრენერი, რომელიც რადიკალურად ცვლის განათლებას

ბავშვები ჩვენი მომავალია, ეს ანტრეპრენერები კი საგრძნობლად დიდ შესაძლებლობას აძლევენ მათ, რომ ხარისხიანი განათლება მიიღონ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი