Get All Access for $5/mo

"თამბაქოს ეპიდემიასთან" ბრძოლა - Science First თამბაქოს მოხმარების შედეგად ყოველწლიურად 8 მილიონი ადამიანი იღუპება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

"თამბაქოს ეპიდემია" - ამ ტერმინით მოიხსენებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია თამბაქოს მოხმარებას, რომლის შედეგად ყოველწლიურად 8 მილიონი ადამიანი იღუპება.

თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული რისკების შემცირების მიზნით, შეიქმნა ტრადიციული სიგარეტის უკვამლო ალტერნატივები, რომლებიც თამბაქოს მოხმარების შედეგად ორგანიზმისთვის მიყენებულ ზიანს საგრძნობლად ამცირებს. ელექტრონული სიგარეტებისა და თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების შესაძლო სარგებლის შესახებ დებატები ექსპერტთა შორის დღეს აქტიური განხილვის საგანს წარმოადგენს.

თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის მომხრე ჯანდაცვის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ უკვამლო მოწყობილობები წარმოადგენს ტრადიციული სიგარეტის ალტერნატივას და შესაძლებლობას აძლევს მწეველებს, თავი დაანებონ მოწევას. ამის საპირისპიროდ, ზიანის შემცირების სტრატეგიის მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობები საფრთხის შემცველია და მას აქვს შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს შორის ნიკოტინის მოხმარების ინიცირებას.

მეცნიერულად დადასტურებულია, რომ თამბაქოს კვამლი 7000-მდე მავნე ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს, რომელთაგან 69 კიბოს გამომწვევ მიზეზად სახელდება. ტრადიციული სიგარეტისგან განსხვავებით, თამბაქოს უკვამლო მოწყობილობა არ იყენებს წვის ტექნოლოგიას, შესაბამისად არ გამოყოფს კვამლს, არამედ წარმოქმნის აეროზოლს.

აქედან გამომდინარე, თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობები, ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით, შეიცავს ბევრად ნაკლებ ქიმიურ ნივთიერებას. მიუხედავად ამისა, ელექტრონული სიგარეტებისა და თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების აეროზოლში გვხვდება რამდენიმე ისეთი ქიმიური ნაერთი, რომელიც თამბაქოს კვამლი არ არსებობს.

მართალია, ჯერ კიდევ არ არსებობს სრულყოფილი სამეცნიერო მტკიცებულება თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების პოტენციური სარგებლის შესახებ, თუმცა, კლინიკური კვლევები აჩვენებს, რომ ის ზრდასრული მწეველები, რომლებიც სრულად ანებებენ თავს ტრადიციული თამბაქოს პროდუქტების მოხმარებას და მათ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობებით ანაცვლებენ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას განიცდიან.

ბიომარკერები აჩვენებს, რომ ექსკლუზიურად ტრადიციული სიგარეტის მწეველთა ორგანიზმში, თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების მომხმარებლებთან შედარებით, გაცილებით დიდი რაოდენობით მავნე ტოქსიკური ნივთიერებებია. ხოლო იმ ადამიანის ორგანიზმში, რომელმაც თავი დაანება ტრადიციულ მოწევას და გადავიდა თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების მოხმარებაზე, მავნე ქიმიური ნივთიერებების რაოდენობა საგრძნობლად არის შემცირებული.

ფიზიოლოგიური მაჩვენებლების მიუხედავად, თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების სარგებლისა და რისკების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი. თუმცა, არაერთი გავლენიანი სამეცნიერო და კლინიკური კვლევა მოწმობს, რომ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების მოხმარება ხელს უწყობს თამბაქოს მოხმარების შედეგად ორგანიზმისთვის მიყენებული ზიანის შემცირებას.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

როგორ დავიწყო ბიზნესი

როგორ დავიწყოთ ბიზნესი (თითქმის) უფულოდ?

ბიზნესის წამოწყება და განვითარება საკუთარი ფინანსური ინვესტიციის გარეშეც შესაძლებელია, თუკი კარგად იცით, რას აკეთებთ

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი