Get All Access for $5/mo

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო გაიცანით კომპეტენტური ჟიური

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

GITA

ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო. სამი დღის განმავლობაში ფინალისტი სტარტაპერები საკუთარი პროექტების პრეზენტაციას საინვესტიციო კომიტეტის წინაშე წარადგენენ. გაიცანით კომპეტენტური ჟიური, რომელიც მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ არის დაკომპლექტებული:

ბილ რაიჰართი - 1998 წელს ბილ რაიჰართმა დააფუძნა კომპანია გაი კავასაკისთან ერთად. მან ინვესტიციები განახორციელა მყარი აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელ კომპანიებში. არის მეწარმე, ვენჩურული კაპიტალისტი, მენტორი, სპიკერი, მრჩეველი და ლექტორი.

ჯონათან თაუერი - გლობალური ვენჩურული კაპიტალის პლატფორმის Catapult-ის გენერალური პარტნიორი, რომელიც დაფუძნებულია Silicon Valley-ში. 220 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა 20-ზე მეტ კომპანიაში შემდეგი მიმართულებებით: მომხმარებელი (ელექტრონული კომერცია, ბაზარი), საწარმო (პროგრამა, მომსახურება) და სასაზღვრო ტექნოლოგიები (ხელოვნური ინტელექტი/მონაცემები/რობოტები და ა.შ.).

მარვინ ლიაო - Marvin Liao - ინვესტორი, ადრეული ეტაპის ვენჩურული კაპიტალისტი. იყო ვენჩურული კაპიტალის ფონდის 500 Startups-ის მმართველი პარტნიორი, სან ფრანცისკოში ხელმძღვანელობდა აქსელერატორის პროგრამას და ახორციელებდა ინვესტიციებს ადრეული ეტაპის სტარტაპებში.

სტივ ადელმანი - სილიკონ ველის Nexus Partners LLC-ს მმართველი დირექტორი. უმაღლესი რანგის სტრატეგიის კონსულტანტი მარკეტინგის, ბიზნესის განვითარების, ორგანიზაციული დაგეგმარების, პარტნიორობისა და ვენჩურული კაპიტალის მართვის სფეროში 25 წლიანი გამოცდილებით. სილიკონ ველის Wharton Alumni Angels-ის დამფუძნებელი პარტნიორი და ხელმძღვანელი.

ტიმ ვაგნერი - კომპანია Fortune 500- ის ტრანსფორმაციის აგენტი, ინვესტორი და დამფუძნებელი. 2016 წლიდან წარმოადგენს კომპანია Accenture-ს. არის 15-მდე სტარტაპის ინვესტორი. იგი მომავლისთვის ამზადებს კომპანიებსა და მთავრობებს, რათა სტარტაპ ეკოსისტემის ფარგლებში გაიზარდოს მათი ცნობადობა და ეფექტიანობა, მუშაობს, რათა მოახდინოს სტარტაპის აქსელერაცია კონცეფციიდან მის მასშტაბირებამდე. ტიმი აქტიურად თანამშრომლობს სტარტაპებთან, ვენჩურულ კაპიტალისტებთან, აქსელერატორებსა და კვლევით ცენტრებთან სილიკონ ველიდან.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები 29 სექტემბერს გამოვლინდებიან და თითოეული მათგანი 100 000 ლარის ოდენობის გრანტს მიიღებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის" (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2020 წლის 17 ივნისს მეხუთედ გამოაცხადა.

პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

როგორ დავიწყო ბიზნესი

10 საკითხი, რომლებიც აუცილებლად უნდა განუმარტოთ ინვესტორებს

თუ პოტენციური ინვესტორების გაოცება გსურთ, ყველა შეკითხვას უნდა უპასუხოთ