Get All Access for $5/mo

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული 20 სტარტაპი ცნობილია:

  • Pevaton - პლატფორმა, რომელიც აკავშირებს დასავლეთ ევროპულ ბრენდებს (მწარმოებლებს) მცირე დამოუკიდებელ მაღაზიებთან (საცალო მოვაჭრეებთან)
  • On-demand delivery management platform DeliverOn - პროექტის მიზანია გაამარტივოს და სრულიად შეცვალოს მიწოდების ჯაჭვის ბოლო და ყველაზე ძვირადღირებული ფაზის მართვა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
  • Bugger Bluggers - პროექტი მიზნად ისახავს, გახდეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ვიდეო თამაში VR-ის ბაზარზე.
  • ViDooFood - ინოვაციური კონცეფციის მატარებელი სამზარეულო საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში.
  • Legalle AI - ცენტრალიზებული, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჭკვიანი საძიებო სისტემა, რომელიც 10-ჯერ შეამცირებს სამართლის დარგის სპეციალისტების მიერ მოკვლევაზე დახარჯულ დროს.
  • VISION - Blind Environment sensory system - უნივერსალური სენსორული სისტემა უსინათლოთა და შეზღუდული მხედველობის მქონე პირთათვის, რომელიც მათ გარემოსთან ადაპტაციაში დაეხმარება.
  • Cityscape Pro - რევოლუციური კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ახდენს არქიტექტურული და ვიზუალური პროგრამების მომხმარებელთა სამუშაოს დიდი ნაწილის ავტომატიზაციას.
  • Immune-S - ბიოლოგიური იმუნომოდულატორი, რომელიც გამოიყენება როგორც კიბოს მკურნალობის, ასევე იმუნური სისტემის გააქტიურებისათვის.
  • Portal AGRoGEORGIA - სასოფლო მეურნეობის დისტანციური მართვის სისტემა.
  • autoElement - პროექტის იდეაა, შექმნას საერთაშორისო კომპანია, რომელიც 5 წლის განმავლობაში ფუნდამენტურად შეცვლის ავტონაწილებით ვაჭრობის ინდუსტრიას მსოფლიოს 30 ქვეყანაში.
  • Usoft - ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო მართვის სისტემა.
  • Atom Kids - ექსპერიმენტების ნაკრები სხვადასხვა ასაკის ბავშვებისათვის და შესაბამისი ონლაინ აპლიკაცია.
  • Mobile Travel Guide Biliki - ტურისტული მარშრუტების გლობალური სივრცე, რომელიც დაეხმარება მოგზაურებს ტურების დაგეგმვაში, ხოლო ოპერატორებს - ტურების უკეთ გაყიდვაში.
  • WebApp - სილამაზის სალონების, ესთეტიკური ცენტრებისა და სტომატოლოგიური კლინიკების აპლიკაცია.
  • House of the future - სამშენებლო სისტემა, რომელიც იყენებს ბუნებრივ, განახლებად რესურსებს. ეკომეგობრული, 100%-ით განახლებადი და ყველაზე ჯანსაღი სამშენებლო მასალები.
  • PAYZE - სივრცე ელექტრონული კომერციის წარმომადგენლებისთვის, რომელიც მათი ოპერაციების სწრაფ მასშტაბირებას მოახდენს გადახდის ახალი, ადვილად ინტეგრირებადი პლატფორმის, საშუალებებისა და ავტომატიზირებული ტრანზაქციების სქემების მეშვეობით.
  • ultra-fast UV Sterilizer - ულტრაიისფერი სხივების სტერილიზატორი, რომელიც დაგვიცავს ვირუსების, ბაქტებიებისა და მიკრობებისგან, რომლებიც ყოველდღიური მოხმარების საგნების მეშვეობით გადადის.
  • OMOFOX - ტვირთების მართვის ციფრული კომპანია.
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

სანამ სტარტაპში ჩაყვინთავ...

სტარტაპის შენება და ანტრეპრენერობა არის მარათონი და არა სპრინტი.

მენეჯმენტი

8 ტიპის ადამიანი, რომელსაც აუცილებლად უნდა მოერიდოთ

ამ თვისებების მქონე ადამიანები ენერგიას გამოგაცლიან და თქვენს ბიზნესსაც მძიმე ტვირთად დააწვებიან