Cyber Monday Sale! 50% Off All Access

თანამედროვე მედიის გავლენა. საინფორმაციო პლატფორმა ნიგერიაში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

21-ე საუკუნე ინფორმაციული ერაა. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ყოველდღიური პროცესები მუდმივად განახლების მდგომარეობაშია, ინფორმაციის მიმოცვლა კი ყველაზე სწრაფად და მარტივად ხდება, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა.
ციფრულმა რევოლუციამ, კომპიუტერების, ინტერნეტის, სმარტფონებისა და სოციალური ქსელების შექმნამ და განვითარებამ ადამიანთა შორის ინტერაქცია ბევრად მარტივი და სწრაფი გახადა. ამ ყოველივემ კი, თავისთავად შეცვალა ყოველდღიური ცხოვრების წესი და ჩვევები.

ინფორმაციის სწრაფი გავრცელებისა და მიმოცვლის დადებით მხარეებთან ერთად, რომელიც მას უდავოდ ბევრი აქვს, შექმნა ასევე დამატებითი წინააღმდეგობები. რაც გულისხმობს აუარებელი ინფორმაციის უწყვეტი მიმოსვლის შედეგად შექმნილ ქაოსს, რომელიც იოლად შეიძლება გახდეს უმართავი და საკმაოდ დიდი ზიანის მომტანი ადამიანთა ცხხოვრების არაერთ ასპექტში.

მსოფლიოს მასშტაბით უამრავი საინფორმაციო საშუალება არსებობს. განსაკუთრებით, ონლაინ სივრცეში. შეიძლება ითქვას, რომ დღესდღეობით, ონლაინ მედიამ ფაქტობრივად ჩაანაცვლა ტრადიციული მედია საშუალებები, რადგან თანამედროვე ადამიანი დღის უმეტეს ნაწილს სწორედ ონლაინ სივრცეში ატარებს. ერთი მხრივ, ამ გზით ინფორმაცია ყველაზე მარტივად მიგნებადია, ხოლო მეორე მხრივ ასევე მარტივად გავრცელებადი. თუმცა აღსანიშნავია, რომ ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციები ხშირად ქაოტური, არაზუსტი და გამიზნულად სახეშეცვლილია. ინტერნეტის საშუალებიტ დეზინფორმაციის, ფეიკ ნიუსისა და ინფორმაციული მანიპულაციების ამოქმედება ყველაზე მარტივია.

დეზინფორმაცია და მისი გავლენა

როგორც დეზინფორმაცია, ასევე მცდარი ინფორმაცია ორივე განსხვავდება ხარისხიანი ჟურნა-ლისტიკისგან, რომელიც პროფესიულ სტანდარტებსა და ეთიკას იცავს. ამავდროულად, განსხვავება სახეზეა სუსტი ჟურნალისტიკის შემთხვევაშიც, რომელიც საკუთარ მოწოდებას მკვეთრად არის აცდენილი. ამ შემტხვევაში, საქმე გვაქვს პრობლემურ მასალებთან, რომელთა შესწორება არ ხდება. რაც სუსტი კვლევის ან არასათანადო გადამოწმების შედეგია.

მედიას შეუძლია საზოგადოებაში დეზინფორმაციის გავრცელება ისე, რომ ადამიანთა უმეტესობა ამას ვერც მიხვდეს. განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ინფორმაციის გადამოწმება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. მედიას შეუძლია საზოგადოების მსოფლმხედველობის განვითარება ან პირიქით დაქვეითება და რეგრესი. სწორედ ამიტომ, საჭიროა იარსებობს ინფორმაციის სანდო და სტაბილურმა წყარომ, რომელიც უცვლელად და ობიექტურად წარმოაჩენს მიმდინარე მოვლენებსა და სიახლეებს.

Kemi Filani News - ნიგერიული ონლაინ მედია

აფრიკის კონტინენტზე არსებული სახელმწიფო ნიგერიასთვის ამ ფუნქციას ონლაინ მედია გავრცელების საშუალება Kemi Filani News ასრულებს.
Kemi Filani News არის ნიგერიული ონლაინ გაზეთი, რომელიც მოსახლეობას ამცნობს უახლეს ამბებს როგორც რეგიონალურად, ისე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ პლატფორმის საინფორმაციო არეალი საკმაოდ ფართოა. ვებ გვერდზე შეხვდებით სხვადასხვა თემატიკის სტატიებს - როგორც ანალიტიკურს, ასევე დაკავშირებულს კულტურასთან, პოლიტიკასთან. სტატიები დაყოფილია კატეგორიების მიხედვით - News, Music, Politics, Entertainment და სხვა. კატეგორიები ვებ გვერდის ვიზიტორს საიტზე ნავიგაციისა და სასურველი ინფორმაციის მიგნების პროცესს უმარტივებს. ასევე, ეფექტურად გამოიყენებთ ძებნის ფუნქციას. მაგალითად, თუ ძებნის გრაფაში ჩაწერთ სიტყვებს Latest music, ჩამოიშლება ამ თემატიკაზე შექმნილი სტატიები და დამუშავებული ინფორმაციები.

ვებ გვერდზე ასევე მრავლადაა ადგილობრივი სელებრითებისა და ცნობილი, გავლენიანი ოჯახების ცხოვრებისეული სიახლეები და ჭორები, რაც როგორც ჩანს, საკმაოდ აქტუალურია ნიგერიელი მკითხველისთვის. თუ პლატფორმის Facebook გვერდს გადახედავთ, სადაც Kemi Filani News-ის საკმაოდ ფართო საზოგადოებაა თავმოყრილი,(თითქმის 500 ათასამდე გამომწერით) ნახავთ, რომ აქტიური დისკუსიები მრავალი თემის ირგვლივ მიმდინარეობს.

ონლაინ პლატფორმა Kemi Filani News 2012 წლიდან ფუნქციონირებს და უამრავი უნიკალური ვიზიტორი და აქტიური მკითხველი ჰყავს. ასევე, გუგლის ფლეი სთორში ხელმისაწვდომია აპლიკაცია Kemi Filani News - Nigeria News, რომელიც ჯერჯერობით ბეტა ვერსიაა, თუმცა უკვე ათასობით გადმოწერა აქვს და დადებით შეფასებებსაც იმსახურებს.

ასევე აქტიურია @kemifilaniblog ინსტაგრამზე - სადაც გვერდს თითქმის 58 ათასი გამომწერი ჰყავს. ამავე დასახელებით იძებნება პლატფორმის გვერდი ტვიტერზეც.

ამ რიცხვებით შეიძლება ითქვას, რომ მკითხველისთვის პლატფორმა საკმაოდ პოპულარულია და სანდო წყაროსსაც წარმოადგენს, რაც სხვა ადგილობრივი მედია საშუალებებისთვის ძლიერ კონკურეტულ გარემოს ქმნის.

მრავალფეროვანი მედია სივრცე

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ნიგერიის მოსახლეობა თითქმის 230 მილიონ ადამიანს შეადგენს, და ქვეყანა ტექნოლოგიებისა და კულტურის რეგიონალურ ჰაბს წარმოადგენს, ადვილი წარმოსადგენი გახდება ინფორმაციის, მით უმეტეს კი სანდო ინფორმაციებისა და სიახლეების მოთხოვნა ადგილობრივ მოსახლეობაში. ეს კი ქმნის საკმაოდ მაღალკონკურენტულ გარემოს მედია საშუალებებისთვის და აიძულებს მათ შეინარჩუნონ მაღალი ხარისხი. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არსებობდეს მრავალფეროვანი მედია საშუალებები თავსუფალი და სამართლიანი კონკურენციის პირობებში და არა მედია სივრცე, რომელიც მონოპოლიზირებულია ერთი ან რამდენიმე ახალი ამბების წყაროს მიერ.

საბოლოოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მედია მნიშვნელოვანი რგოლია საზოგადოებასა და ინფორმაციის წყაროებს შორის და ინფორმაციის მოწოდების ფორმატი და მოტივი არსებით გავლენას ახდენს საზოგადოების ცნობიერებაზე.

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი