თბილისი AI სამიტს მასპინძლობს: Flutter CEE და aPeople ტექნოლოგიურ მომავალს აანონსებენ
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
15 მაისს, თბილისი ხელოვნური ინტელექტის გლობალურ რუკაზე მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს. Flutter Central & Eastern Europe-ისა და აჭარაბეთის (aPeople) ორგანიზებით, კომპანიის სათაო ოფისში AI სამიტი გაიმართება. ეს არის საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიება, რომელიც ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროს წამყვან ლიდერებს ერთ სივრცეში გააერთიანებს.
სამიტის მთავარი ფოკუსი იმ ინოვაციურ ხედვებსა და გამოცდილებას დაეთმობა, რომლებიც დღეს ბიზნესსა და ტექნოლოგიურ ლანდშაფტს საფუძვლიანად ცვლიან. ღონისძიებაზე სიტყვით წარსდგებიან ინდუსტრიის გლობალური გიგანტების წარმომადგენლები, მათ შორის AWS-ის, Google-ის, IBM-ის და Flutter-ის კომერციული ბრენდების სპიკერები.
საერთაშორისო ექსპერტები დეტალურად განიხილავენ ხელოვნური ინტელექტის გავლენას ტექნოლოგიურ სფეროსა და პროდუქტის განვითარების პროცესზე.
სამიტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი დაეთმობა Flutter Central & Eastern Europe-ისა და აჭარაბეთის (aPeople) ტექნოლოგიებისა და პროდუქტების გუნდებს. ქართველი და საერთაშორისო სპეციალისტები დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებენ პრაქტიკულ გამოცდილებას იმის შესახებ, თუ როგორ ხდება გლობალური, ინოვაციური იდეების გარდაქმნა რეალურ და მასშტაბურ სისტემებად.
AI სამიტი არ შემოიფარგლება მხოლოდ არსებული მიღწევების განხილვით; საუბარი შეეხება მომავლის სტრატეგიულ მიზნებსაც. ხელოვნური ინტელექტი აქ განიხილება, როგორც მთავარი ხელშემწყობი ფაქტორი ერთობლივი, მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური პროდუქტების შესაქმნელად, რაც რეგიონის ტექნოლოგიურ პოტენციალს ახალ საფეხურზე აიყვანს.
ამ ხედვის პრაქტიკულ მხარეს ღონისძიებაზე ადგილობრივი სტარტაპერები წარმოადგენენ. ისინი დამსწრე საზოგადოებას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ და ღიად ისაუბრებენ იმ გამოწვევებზე, რომლებიც საერთაშორისო ბაზარზე წარმატების მოპოვებისა და თავის დამკვიდრების გზაზე შეხვდათ.
"აჭარაბეთი ყოველთვის გამოირჩეოდა ინოვაციებით და ჩვენი მთავარი მიმართულება მუდმივად იყო ტექნოლოგიური განვითარება. AI სამიტის მასპინძლობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს ამბიციას - ვიყოთ ტექნოლოგიური პროგრესის ავანგარდში და შევქმნათ პლატფორმა ცოდნის გაზიარებისთვის," - აცხადებენ კომპანიაში.
ღონისძიების დეტალები:
- თარიღი: 15 მაისი, 2026
- ლოკაცია: აჭარაბეთის (aPeople) სათაო ოფისი, თბილისი.
- ღონისძიებაზე რეგისტრაცია შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე: https://aisummit.fluttercee.com/