Get All Access for $5/mo

თბილისი ანგელოზ ინვესტორთა მე-3 საერთაშორისო სამიტს მასპინძლობს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქართული კომპანიებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენის, ინვესტიციების მოზიდვისა და ევროპის ქვეყნებთან ბიზნეს კავშირების გაღრმავების მიზნით, თბილისი, უკვე მესამედ, ანგელოზ (ადრეული ეტაპის) ინვესტორთა საერთაშორისო სამიტს მასპინძლობს.

ღონისძიება 15-16 ივლისს იმართება და ორგანიზებულია თბილისის მერიისა და ევროკავშირის ერთობლივი ბიზნეს აქსელერატორ "სპარკის", საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელ "აქსელის" და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ, აჭარა ჯგუფის, Grant Thornton Georgia-სა და Noxtton-ის მხარდაჭერით.

სამიტის ფარგლებში, საქართველოს ეწვევიან ევროპის ანგელოზ ინვესტორთა ქსელის (EBAN) წარმომადგენლები და ინვესტორები საბერძნეთიდან, სლოვენიიდან, საფრანგეთიდან და ესტონეთიდან. ვიზიტის მიზანია საქართველოში "ანგელოზი ინვესტორების" კულტურის გაძლიერება და თბილისის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია, ინვესტორების დაინტერესებისა და ადგილობრივი ბიზნესისთვის დამატებითი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნის საშუალებით.

ვიზიტის პროგრამა მოიცავს შეხვედრებს ადგილობრივი ტექნოლოგიური ბიზნესის წარმომადგენლებთან, პანელურ დისკუსიებს, ვორკშოპებს, პრეზენტაციებს, ნეთვორქინგსა და სპეციალურ "ფიჩინგ ვორკშოპს" (Pitching workshop) სტარტაპებისთვის. ღონისძიებებისას განიხილავენ საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემას, ტექ-ბიზნესში ინვესტირების შესაძლებლობებს, პრე-აქსელერაციისა და აქსელერაციის პროგრამებსა და მათ როლს ინვესტირებისთვის სტარტაპების მომზადების პროცესში. "ფიჩინგ ვორკშოპი" კი წინასწარ დარეგისტრირებულ ადგილობრივ ტექნოლოგიურ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, ისწავლონ საკუთარი საინვესტიციო პროექტების წარდგენა ინვესტორების წინაშე.

ანგელოზ ინვესტორთა მესამე საერთაშორისო სამიტი თბილისში სასტუმრო რუმსსა და სტამბაში გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის თბილისის მერის მოადგილე კახაბერ გულედანი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე.

ანგელოზ ინვესტორთა ვიზიტი დედაქალაქში თანადაფინანსებულია თბილისის მერიისა და ევროკავშირის მიერ. ბიზნეს აქსელერატორი "სპარკი" და საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელი "აქსელი" მომავალშიც განაგრძობენ სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშემწყობ პროგრამებს.

სტარტაპის დამფუძნებლები, რომლებსაც სურვილი აქვთ, "ფიჩინგ ვორკშოპის" ფარგლებში, საკუთარი კომპანიები წარადგინონ ქართველი და უცხოელი ინვესტორების წინაშე, უნდა დარეგისტრირდნენ შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/BRWa4n8QQeSj9pDG7.

სამიტის ფარგლებში ასევე გაიმართება Founder Institute-ის პანელური დისკუსია/ვორკშოპი სტარტაპების დაფინანსების თემაზე. ღონისძიებაზე გამოცდილი ვენჩერული კაპიტალისტები და ანგელოზ ინვესტორები დეტალურად განიხილავენ კომპანიისთვის ინვესტიციის მოზიდვის გზებს. ვორკშოპში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი დაინტერესებულ სტარტაპერს, ამ ბმულზე რეგისტრაციის შემდეგ:

https://fi.co/event/startup-finances-term-sheets-cap-tables-esops-angels-vcs-and-advisors.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ფრანჩაიზი

"მაკდონალდს საქართველო" - 20 წელი წარმატებულ საქმიანობაში

საქართველოს "მაკდონალდსმა" ევროპის მასშტაბით დიდი აღიარება მოიპოვა და უმაღლესი ჯილდო - Best overall Performance დაიმსახურა