Get All Access for $5/mo

თბილისი მსოფლიო ქალაქების კვებისა და გასტრონომიის პროფესიული ქსელის წევრი გახდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

თბილისი მსოფლიო ქალაქების კვებისა და გასტრონომიის პროფესიული ქსელის - Délice Network-ის წევრი გახდა. Délice Network წარმოადგენს ქსელს, რომელიც წევრ ქალაქებში გასტრონომიული ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს.

Délice Network აერთიანებს ისეთ ქალაქებს, რომელთათვისაც გასტრონომია და გასტროტურიზმი ეკონომიკის განვითარებისა და ტურისტული მიმზიდველობის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. ქსელის მიზანია, საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტების განხორციელებით, ქალაქებს დაეხმაროს - გასტრონომიული ბრენდი ჩამოაყალიბონ. ასევე, ხელი შეუწყოს ურბანული ეკონომიკის განვითარებასა და ქალაქების ტურისტულ პოპულარიზაციას.

ქსელის წევრ ქალაქებს შეუძლიათ, საკუთარი გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, ცოდნის გაღრმავება და სხვადასხვა პარტნიორული ურთიერთობების დამყარება, ერთობლივი პროექტების განხორციელება და სხვა. ქსელის წევრობის ფარგლებში, თბილისს საშუალება ექნება, გასტონომიული ტურიზმის ხელშეწყობისთვის სხვადასხვა პროექტი განახორციელოს.

წყარო: http://tbilisi.gov.ge/

"თბილისის მიერ წარდგენილ განაცხადს Délice Network-ის წევრი ქალაქები აღფრთოვანებით შეხვდნენ. ისეთი ქალაქები, როგორებიცაა: ჰონგ-კონგი, ბუენოს აირესი, გოტენბურგი, ბორდო, რიგა, კობი და მონრეალი განსაკუთრებით აღნიშნავენ თბილისის უნიკალურ გასტრონომიულ კულტურას და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს აღნიშნული მიმართულების ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის თვალსაზრისით. თბილისი კავკასიის რეგიონიდან პირველი ქალაქია, რომელიც ორგანიზაციის წევრი გახდა და დარწმუნებული ვართ, რომ თანამშრომლობის ფარგლებში, გასტრონომიული ტურიზმის მიმართულებით, ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდება", - ნათქვამია Délice Network-ის ოფიციალურ განცხადებაში.

თბილისის მერიის მიერ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, გასტრონომიისა და გასტროტურიზმის მხარდამჭერი პროექტების განხორციელება და სასწავლო ღონისძიებების ჩატარებაა დაგეგმილი, რაც აღნიშნული მიმართულების განვითარებაში კერძო სექტორის ჩართულობას მნიშნელოვანად შეუწყობს ხელს.

ქსელი 2007 წელს ქალაქ ლიონის ინიციატივით შეიქმნა და დღეისთვის, მასში ოთხი კონტინენტის 31 ქალაქია გაერთიანებული. თბილისის მერიამ ქსელის წევრობაზე განაცხადი რამდენიმე თვის წინ შეიტანა და ორგანიზაციის საერთო გადაწყვეტილებით, თანხმობა მიიღო. აღსანიშნავია, რომ Délice Network-ის ქსელში გაწევრიანება საქართველოს გასტრონომიის ასოციაციასთან თანამშრომლობით განხორციელდა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია