Get All Access for $5/mo

თბილისი მსოფლიოს ანტრეპრენერთა რჩეულ ქალაქებს შორის თუკი Movinga-ს მიერ ჩატარებულ გლობალურ კვლევას გადავხედავთ, კიდევ ერთხელ გავიაზრებთ, რომ საქართველო ანტრეპრენერულ რუკაზე დამსახურებლადაა აღნიშნული

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Emerging Europe

საქართველოს დედაქალაქი 2019 წლის საუკეთესო ანტრეპრენერული ქალაქების გვერდით მოხვდა. კვლევა, რომელიც გერმანულმა კომპანიამ ჩაატარა, მიზნად ისახავდა დაედგინა ანტრეპრენერთათვის მიმზიდველი ქალაქები, სადაც ისინი შეძლებდნენ როგორც ბიზნესის წამოწყებას, ისე სოციალური ურთიერთობების ადვილად წარმართვას.

კვლევის დასაწყისში შეარჩიეს 75 ქალაქი, რომელიც ანტრეპრენერული სულისკვეთებით, ბიზნესის ხელშეწყობითა და ეკონომიკური ზრდით გამოირჩეოდა. რადგან ინდუსტრიებს განსხვავებული მოთხოვნები აქვთ ინფრასტრუქტურის, კანონმდებლობისა და დაფინანსების გათვალისწინებით, კომპანია Movinga-მ კვლევის დროს ყურადღება გაამახვილა მხოლოდ რამდენიმე მათგანზე, ესენია: სარესტორნო საქმიანობა, ტექნოლოგიური სტარტაპები და იმპორტ/ექსპორტის ბიზნესი.

კვლევის მიხედვით, სარესტორნო საქმიანობის წარმატებით მართვის ინდიკატორებად განისაზღვრა უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობა, კვალიფიციური კადრებისა და ხარისხიანი ბაზრის არსებობა. ტექნოლოგიური სტარტაპების წინსვლა კი დაუკავშირდა როგორც ეკოსისტემასა და ნიჭიერი ადამიანების რაოდენობას, ისე ინვესტიციების შესაძლებლობას. ხოლო რაც შეეხება იმპორტ/ექსპორტის ბიზნესს, აქ გადამწყვეტ ფაქტორებად ადგილმდებარეობა და ძლიერი საერთაშორისო ვაჭრობის შეთანხმებები დასახელდა.

კვლევის დროს შეისწავლეს თითოეულ ქალაქში ანტრეპრენერული ეკოსისტემა: საქმიანობის დასაწყებად საჭირო ხარჯების დათვლა, ქალი ბიზნესმენების შესაძლებლობების განსაზღვრა და ტიპური დროის ინტერვალი, რაც ახალი საქმიანობის დასაწყებადაა საჭირო. შემდგომ, კი მკვლევრებმა შეაფასეს ბიზნესის დასაწყებად საჭირო ელემენტები, რომლებიც მოიცავდა უძრავი ქონების ფასსა და სტუმართმოყვარე გარემოს არსებობას, სარისკო კაპიტალს, მნიშვნელოვანი ინდუსტრიების არსებობასა და ლოგისტიკის ხარჯებს.

Results for Tbilisi, Georgia

Restaurant Rank

Tech/Digital Venture Rank

Import/Export Rank

Incorporation Costs (USD)

Days Required to Set up a Business

Female Entrepreneur Score

49

75

75

83

2

75.8

წყარო: https://www.movinga.de/en/cities-of-opportunity-for-entrepreneurs

Movinga-ს მიერ ჩატარებული კვლევის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ სარესტორნო ბიზნესის დასაწყებად ლისაბონი საუკეთესო ქალაქია. მას მოსდევს ბარსელონა და სტამბოლი. ტექნოლოგიური სტარტაპების ქალაქად კი სან-ფრანცისკო დასახელდა, თავისი აყვავებული ციფრული ეკოსისტემითა და ტალანტების დიდი რაოდენობით. შემდეგ ადგილებს ლონდონი და ნიუ-იორკი დასჯერდნენ. იმპორტ/ექსპორტის ბიზნესით დაინტერესებულთათვის კი ყველაზე ხელსაყრელი ქალაქი სინგაპურია – კარგად ორგანიზებული ლოგისტიკური გარემოთი და ბაზარზე წვდომის საუცხოო შესაძლებლობებით. მეორე და მესამე ადგილები აქ ამსტერდამმა და შანხაიმ დაიკავეს.

თუკი ამ გლობალურ კვლევას გადავხედავთ, კიდევ ერთხელ გავიაზრებთ, რომ საქართველო ანტრეპრენერულ რუკაზე დამსახურებლადაა აღნიშნული – არსებული ინდუსტრიებიდან ყველაზე განვითარებული სარესტორნო საქმიანობაა. ამ კუთხით იგი 49-ე ადგილზეა, ხოლო რაც შეეხება ტექნოლოგიურ და იმპორტ/ექსპორტის ბიზნესს, თბილისი ამ ნიშნულით 75-ე ადგილს იკავებს. კვლევისას ყურადღება გამახვილდა ქალ ანტრეპრენერთა საქმიანობაზე, რომელთა შეფასება 75.8 ქულით მოხდა. მიღებული შედეგების ანალიზის მიხედვით, თბილისში ბიზნესის დასაწყებად სულ რაღაც 2 დღე და $83-ია საჭირო, რაც გვაძლევს შესაძლებლობას ვთქვათ, რომ საქართველოს დედაქალაქი სამართლიანად მიმზიდველია მსოფლიოს ანტრეპრენერებს შორის მისი უნიკალური ეკოსისტემის დამსახურებით, რომელიც უზრუნველყოფს არა მარტო ბიზნესის, არამედ სოციალური ურთიერთობების შენებას.

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე

ერთხელ აინშტაინმა თქვა: "ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს".

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი