Sponsored Content

თბილისი პლასტიკური ქირურგიისა და დერმატოლოგიის მე-17 საერთაშორისო კონგრესს -"კოლხიდა 2023"-ს მასპინძლობს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

`

30 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, თბილისში პლასტიკური ქირურგიისა და დერმატოლოგიის მე-17 საერთაშორისო კონგრესი - "კოლხიდა 2023" გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია სახისა და სხეულის გადასაჭიმი, მსოფლიოში ცნობილი აპტოსის ძაფების გამომგონებელი და მწარმოებელი კომპანია "აპტოსი", რომელიც დამსწრეებს უნიკალურ ფორმატსა და დაუვიწყარ გამოცდილებას ჰპირდება. "კოლხიდა 2023" რედისონ ბლუ ივერია & ბილტმორის სასტუმროში ჩატარდება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 90-ზე მეტი ქვეყნიდან 1 000-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის იქნება მსოფლიოში ცნობილი და წამყვანი 120 სპიკერი. კონგრესი ამ წელსაც აგრძელებს ტრადიციას და დამსწრე პროფესიონალებს გაუზიარებს ცოდნას პლასტიკურ ქირურგიაში, დერმატოლოგიასა და ესთეტიკურ მედიცინაში.

ამასთან ერთად, "კოლხიდა 2023" უმასპინძლებს ესთეტიკურ ინდუსტრიაში წამყვანი ბრენდების გამოფენას, სადაც ნაჩვენები იქნება პლასტიკურ ქირურგიაში არსებული უახლესი მიღწევები და ულტრათანამედროვე დერმატოლოგიური პროდუქტები.

"ღონისძიების დამსწრეებს არაჩვეულებრივი შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ ქართველ და უცხოელ სპეციალისტებს, რომლებიც გააზიარებენ თავიანთ გამოცდილებას პლასტიკურ ქირურგიასა და დერმატო-კოსმეტოლოგიაში. წინა წლების მსგავსად, წლევანდელი კონგრესის ფარგლებშიც, მონაწილეები დაესწრებიან თეორიულ და პრაქტიკულ სესია-სემინარებს. ეს კი უფრო დაგვეხმარება, შევქმნათ დაუვიწყარი გამოცდილება, რაც, თავის მხრივ, პროფესიონალ ექიმებს შორის გახდება დასაბამი ახალი და ღირსეული თანამშრომლობის", - ამბობს "აპტოსის" მარკეტინგის დირექტორი ალექსანდრე ჩიქობავა.

Related Topics

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!

ინდუსტრიული ტრენდები

Payze - საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი

დამფუძნებლები: გეგა წურწუმია, კახა გელაშვილი

Business News

მიტანის სერვისი დრონებით - ინოვაცია ქართულ ბაზარზე

Waiter Call-ის ინოვაციური შესთავაზება მომხმარებლებს