Get All Access for $5/mo

თბილისის არტ ბიენალე - ქვეყნის კულტურის, ეკონომიკის, ტურიზმისა და განათლების მომავალი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ქვეყნის განვითარებისთვის კულტურის სფეროს განვითარება ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. კულტურის სფეროს განვითარებისთვის კი საჭიროა დამოუკიდებელი და მრავალფეროვანი არტ-სივრცეები და ცირკულარული ეკონომიკის არსებობა მის გარშემო", − არტ ბიენალეს დამფუძნებელი თამარ ხელაშვილი.

თამარ ხელაშვილი, ელენე მალაშევსკი-ჯაყელი და სონია ჩეთვინი, მთავარი მამოძრავებელი იდეით გაერთიანდნენ. იდეით, რომ საქართველოს ჰქონოდა დამოუკიდებელი, თბილისის არტ ბიენალე, რომელიც პირველი პრეცედენტია საქართველოს არტ-ბაზარზე. მას აქვს შანსი გახდეს საერთაშორისო არტ-ღონისძიება და შემაკავშირებელი როლი ითამაშოს ქვეყნის კულტურის, ეკონომიკის, ტურიზმის, განათლების სფეროებს შორის და მკაფიოდ გამოჩნდეს საქართველოს სახელოვნებო სივრცე მსოფლიო ბიენალეებს შორის.

ბიენალე სთავაზობს ხელოვანებსა და კულტურის პროფესიონალებს თვითგამოხატვის თავისუფლებას, განსხვავებული პერსპექტივების კულტურათა შორის გაცვლას, ხელს უწყობს ლოკალური არტ-სცენა გახდეს გლობალური არტ-ბაზრის ნაწილი და პირიქით.

"ნებისმიერი საქმიანობის წამოწყება სწორ დროსა და ვითარებაშია გამართლებული, ძლიერი გუნდით და გაბედული დევიზით. ამ შემთხვევაში, ეს იდეა საქართველოს ბაზარზე დამოუკიდებელი მასშტაბური საერთაშორისო არტ-ღონისძიების არსებობა იყო, რომელიც აქამდე არ ჰქონია ქართულ არტ-ბაზარს", − ამბობს თამარი.

თბილისის არტ ბიენალე არ არის თამარ ხელაშვილის პირველი ბიზნესსაქმიანობა. პანდემიის პერიოდში მან დააფუძნა საერთაშორისო არტ-პლატფორმა, რომელიც ერთგვარი ბაზა გახდა ბიენალესთვის მსოფლიო ჭრილში.

კულტურის სფეროში 10 წლიანმა საქმიანობამ, ევროპის მასშტაბით 100 ახალგაზრდა არტ-პროფესიონალში შერჩევამ და წლების განმავლობაში ზრდამ, ასწავლა ნდობის მოპოვება და სამუშაო სფეროს სწორი განსაზღვრა.

დამწყებ ანტრეპრენერებს/ტოპ-მენეჯერებს ურჩევს, თავიანთი ბიზნესიდეა სწორად შეარჩიონ. არ შეეშინდეთ შეცდომების დაშვების, არ დათმონ საკუთარი აზრი და რაც მთავარია, თითოეული დეტალი დაგეგმონ წინასწარ. არ დაავიწყდეთ საკუთარი ბიზნესცოდნისა და გამოცდილების თანამედროვე ტენდენციებთან ერთად ზრდა.

თამარ ხელაშვილი გამბედავი ბიზნესპერსონაა, რომელსაც გათვლილი აქვს რისკ-ფაქტორები და ახალ სიტყვას ამბობს წარმატებული ბიზნესსაქმიანობით.

თამარი გვიყვება, რომ უახლოესი 1 წლის განმავლობაში ბიენალე გეგმავს სხვადასხვა ღონისძიებას. მაგალითად, ცნობიერების ამაღლების მიზნით საჯარო შეხვედრების მოწყობას, როგორც ქართველ და მოწვეულ საერთაშორისო კულტურის პროფესიონალებთან და ხელოვანებთან, ასევე საერთაშორისო და ქართულ ორგანიზაციებთან და ბიზნესთან;

ქართველი და უცხოელი ხელოვანებისთვის ინტერკულტურული კოლაბორაციების შექმნას. ახალი სამუშაო სივრცის გაჩენას, სადაც ჩართული იქნებიან ადგილობრივი და გლობალური პროფესიონალები;

სტუდენტებისთვის ანაზღაურებადი და მოხალისეობრივი პროგრამების ამოქმედებას. გამოცდილების გაზიარებას სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის, მდგრადი და მზარდი სამუშაო კულტურის შექმნას.

პირველი წელი ბიენალესთვის საფუძვლის შექმნის ეტაპია, რომელიც აკუმულირდება და 2025 წლის 25 ოქტომბერს პირველ გამოშვებას მასშტაბურად გახსნის, ხოლო 2 წელიწადში ერთხელ სხვადასხვა კონცეფციითა და ინოვაციური იდეებით თავს დაიმკვიდრებს.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

როგორ დავიწყო ბიზნესი

როგორ დავიწყოთ ბიზნესი (თითქმის) უფულოდ?

ბიზნესის წამოწყება და განვითარება საკუთარი ფინანსური ინვესტიციის გარეშეც შესაძლებელია, თუკი კარგად იცით, რას აკეთებთ