Get All Access for $5/mo

თბილისში ანგელოზ ინვესტორთა მე-3 საერთაშორისო სამიტი გაიმართა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქართული კომპანიებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენის, ინვესტიციების მოზიდვისა და ევროპის ქვეყნებთან ბიზნეს კავშირების გაღრმავების მიზნით, თბილისმა, უკვე მესამედ, ანგელოზ (ადრეული ეტაპის) ინვესტორთა საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა.

ღონისძიება 15-16 ივლისს გაიმართა თბილისის მერიისა და ევროკავშირის ერთობლივი ბიზნეს აქსელერატორ "სპარკის", საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელ "აქსელის" და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით და აჭარა ჯგუფის, გრანთ თორნთონ საქართველოსა და ნოქსტონის მხარდაჭერით.

სამიტის ფარგლებში, საქართველოს ეწვივნენ ევროპის ანგელოზ ინვესტორთა ქსელის (EBAN) წარმომადგენლები და ინვესტორები საბერძნეთიდან, სლოვენიიდან, საფრანგეთიდან და ესტონეთიდან. ვიზიტის მიზანი საქართველოში "ანგელოზი ინვესტორების" კულტურის გაძლიერება და თბილისის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია იყო, ინვესტორების დაინტერესებისა და ადგილობრივი ბიზნესისთვის დამატებითი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნის საშუალებით.

ვიზიტის პროგრამა მოიცავდა შეხვედრებს ადგილობრივი ტექნოლოგიური ბიზნესის წარმომადგენლებთან, პანელურ დისკუსიებს, ვორკშოპებს, პრეზენტაციებსა და ნეთვორქინგს. ღონისძიებებისას განიხილეს საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა, ტექ-ბიზნესში ინვესტირების შესაძლებლობები, პრე-აქსელერაციისა და აქსელერაციის პროგრამები და მათი როლი ინვესტირებისთვის სტარტაპების მომზადების პროცესში.

სამიტის ფარგლებში გაიმართა სპეციალური "ფიჩინგ ვორკშოპიც" (Pitching workshop) ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის. კომპანიებს შესაძლებლობა მიეცათ, საკუთარი საინვესტიციო პროექტები ინვესტორების წინაშე წარედგინათ. პრეზენტაცია სულ შვიდი ქართულმა სტარტაპმა გააკეთა და მათ შორის საუკეთესოდ აგრონექტი (Agronnect) დასახელდა. გამარჯვებული სტარტაპი საფრანგეთში გაემგზავრება ინვესტორთა უფრო დიდი აუდიტორიის წინაშე წარსადგომად.

აგრონექტი არის პლატფორმა, რომელიც ფერმერებს საშუალებას აძლევს, დისტანციურად, ონლაინ დაიქირაონ წამყვანი აგრონომები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. აპლიკაციის შექმნაში, გარდა ქართული გუნდისა, მსოფლიოს ათამდე სხვადასხვა აგრონომიული კომპანიააა ჩართული და სწორედ მათი დახმარებით მოხერხდა ზუსტი პროტოკოლის გაწერა. აპლიკაციის მიზანია, აღმოფხვრას აგრონომიულ ცოდნასთან დაკავშირებული ხელმისაწვდომობის პრობლემა მთელ მსოფლიოში და ფერმერს გაუხსნას გზა, მიიღოს პროფესიონალური რეკომენდაცია. აპლიკაცია სექტემბრიდან რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულად გაეშვება და გეგმებიც გლობალურია.

სამიტის ფარგლებში, ასევე, გაიმართა Founder Institute-ის პანელური დისკუსია/ვორკშოპი სტარტაპების დაფინანსების თემაზე. ღონისძიებაზე გამოცდილმა ვენჩერულმა კაპიტალისტებმა და ანგელოზ ინვესტორებმა დეტალურად განიხილეს კომპანიისთვის ინვესტიციის მოზიდვის გზები.

ანგელოზ ინვესტორთა მესამე საერთაშორისო სამიტი თბილისში სასტუმრო რუმსსა და სტამბაში გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის თბილისის მერის მოადგილე კახაბერ გულედანი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე.

ანგელოზ ინვესტორთა ვიზიტი დედაქალაქში თანადაფინანსებული იყო თბილისის მერიისა და ევროკავშირის მიერ. ბიზნეს აქსელერატორი "სპარკი" და საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელი "აქსელი" მომავალშიც განაგრძობენ სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშემწყობ პროგრამებს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

მენეჯმენტი

პროდუქტიულობა, როგორც წარმატების ერთ-ერთი გარანტი

სწრაფად მზარდი კომპანიების აღმასრულებელ დირექტორთა 85% დღეში 10-ზე მეტ საათს მუშაობს.