თბილისში გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება მესამედ გაიმართება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თბილისში გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება მესამედ გაიმართება
2026 წლის 30 მაისს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, თბილისში გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება უკვე მესამედ ჩატარდება. წელს ყურაღდება მენტორშიფს დაეთმობა, რომელიც გიორგის ცხოვრების და საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო.
ღონისძიების მიზანი კვლავ უცვლელია — გიორგი ტუხაშვილის სახელის უკვდავყოფა და იმ ღირებულებების გავრცელება, რომლებიც მას ამოძრავებდა: ადამიანების მხარდაჭერა, ცოდნის გაზიარება და ძლიერი სტარტაპ ეკოსისტემის შექმნა.
2026 წელს ღონისძიება ორი ნომინაციით ბრუნდება: Boldest Startup და Best Newcomer. პირველი ნომინაცია განკუთვნილია სტარტაპისთვის, რომელმაც მოახდინა მნიშვნელოვანი და სისტემური პროგრესი წლის განმავლობაში. ხოლო მეორე ნომინაციით გვსურს წავახალისოთ ადრეულ ეტაპზე მყოფი სტარტაპები.
Best Newcomer ნომინაციაში ნომინირებული სტარტაპებიდან შეირჩევა 5 ფინალისტი გუნდი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ერთდღიან ინტენსიურ მენტორშიფ ბუთქემპში, იმუშავებენ გამოცდილ მენტორებთან თავიანთი იდეის/ფიჩის და სხვადასხვა კომპონენტის დახვეწაზე. შემდგომ, ისინი საკუთარი სტარტაპს წარადგენენ ღონისძიებაზე ჟიურის წინაშე, რომელიც გამოავლენს იმ დღის გამარჯვებელს.
აღსაღნიშნავია რომ წელს ორივე ნომინაციის გამარჯვებული ფულადი პრიზით დაჯილდოვდება.
გრძელვადიანი მხარდაჭერა
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველა დამწყები ფინალისტი სტარტაპი მიიღებს უნიკალურ შესაძლებლობას — წლის განმავლობაში სრულიად უფასოდ მიიღოს მენტორინგი გიორგის მეგობრებისა და ეკოსისტემის ლიდერებისგან სხვადასხვა მიმართულებით.
ღონისძიების მიზნები
წლევანდელი დაჯილდოება მიზნად ისახავს:
● ადრეული ეტაპის სტარტაპების მხარდაჭერას და მათი ზრდის ხელშეწყობას;
● ძლიერი, ურთიერთდახმარებაზე დაფუძნებული სტარტაპ საზოგადოების განვითარებას;
● იმ ღირებულებების გაგრძელებას, რაც გიორგი ტუხაშვილის მემკვიდრეობას წარმოადგენს.
როგორ შეგიძლიათ ჩაერთოთ?
დარეგისტრიდით ღონისძიებაზე დასასწრებად
შეავსე განაცხადი ნომინაციებზე
დაგვიკავშირდით პარტნიორობისთვის და ბოლოს…
გიორგის მეგობრების მტკიცე რწმენით, ურთიერთთანამშრომლობის გზით შესაძლებელია იმ ეკოსისტემის შენება, რომლის შექმნასაც გიორგი მთელი გულით ემსახურებოდა. ეს ინიციატივა არა მხოლოდ მისი ხსოვნის პატივისცემაა, არამედ მოქმედი პლატფორმაა მომავალი თაობისთვის — რომ გაიზარდონ, გაუზიარონ და შექმნან.
სიახლეებისთვის გამოგვყევით ჩვენს ვებსაიტზე და სოციალურ გვერდებზე: Website, Facebook, LinkedIn, YouTube