გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, "თბილისის ბულვარში" ჰაერის საუკეთესო მაჩვენებელი დაფიქსირდა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობა ბოლო წლებში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და მტკივნეულ თემად იქცა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარი ეხება ჰაერის ხარისხს და მის გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე. თანამედროვე ურბანულ გარემოში სუფთა ჰაერი უკვე არა უბრალოდ კომფორტი, არამედ აუცილებელი პირობაა, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, რომელთა ორგანიზმი მეტად მგრძნობიარეა დაბინძურების მიმართ.

სწორედ ამ მნიშვნელოვანი კონტექსტის გათვალისწინებით, გარემოს ეროვნული სააგენტო-ს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტმა "თბილისის ბულვარის" ტერიტორიაზე ჩაატარა დეტალური კვლევა რომლის მთავარი მიზანი იყო, ჰაერში ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციის განსაზღვრა და მათი შესაბამისობის შეფასება დადგენილ ნორმებთან.

აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო გარემოს დაბინძურების მონიტორინგის თბილისის სხვადასხავ უბნებში სისტემურად ახორციელებს, რაც უზრუნველყოფს ქალაქის მასშტაბით გარემოს მდგომარეობის კომპლექსურ და ობიექტურ შეფასება. სწორედ ამ კვლევების შედეგად გამოიკვეთა, რომ თბილისის ზღვის მიმდებარედ, "თბილისის ბულვარის" ტერიტორიაზე დაფიქსირდა გამორჩეულად მაღალი ხარისხის მაჩვენებლები. შედეგი, რომელიც, სამწუხაროდ დღეს დედაქალაქის არცერთ სხვა ლოკაციაზე არ ფიქსირდება.

კვლევის ფარგლებში შეფასდა ჰაერში ოთხი ძირითადი დამაბინძურებლის: გოგირდის დიოქსიდის (SO₂), აზოტის დიოქსიდის (NO₂), ნახშირბადის მონოქსიდის (CO) და მტვრის ნაწილაკების კონცენტრაცია. მიღებული მონაცემები მიუთითებს, რომ ყველა მაჩვენებელი დასაშვებ ზღვართან მიმართებაში მნიშვნელოვნად დაბალია

გოგირდის დიოქსიდის დონე (0.28 მგ/მ³) თითქმის ორჯერ დაბალია ნორმაზე, რაც მიუთითებს დაბალ ინდუსტრიულ ზემოქმედებაზე და სუფთა ჰაერზე. აზოტის დიოქსიდის მაჩვენებელი (0.00 მგ/მ³) ნულის ტოლია რაც ნიშნავს, რომ ტრანსპორტის ზეგავლენა მინიმალურია, რაც იშვიათად ფიქსირდება ქალაქის ურბანულ პირობებში. ნახშირბადის მონოქსიდის დონე (0.14 მგ/მ³) ასევე მრავალჯერ დაბალია დასაშვებ ზღვართან შედარებით, ეს ნიშნავს, რომ ტერიტორიაზე არ არის მნიშვნელოვანი გამონაბოლქვის წყაროები. ხოლო მტვრის ნაწილაკების მნიშვნელოვნად დაბალი კონცენტრაცია (0.06 მგ/მ³) მიუთითებს გარემოს სისუფთავეზე და მინიმალურ მტვრის გავრცელებაზე.

აღნიშნული მონაცემები არ არის მხოლოდ მშრალი სტატისტიკა, ის ასახავს "თბილისის ბულვარში" გარემოს რეალურ ხარისხს და მის უშუალო გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე. სუფთა ჰაერი არის ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი საფუძველი, რომელიც ამცირებს სასუნთქი სისტემის დაავადებების განვითარების რისკს, აუმჯობესებს ორგანიზმის ფუნქციონირებას და ზრდის ყოველდღიური ცხოვრების ხარისხს.

სუფთა ჰაერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, რადგან ეკოლოგიურად სუფთა გარემო ხელს უწყობს მათ სწორ ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და ქმნის უსაფრთხო, ჯანსაღ ყოველდღიურ გარემოს.

"თბილისის ბულვარი", რომელიც თბილისის ზღვის ეკო სისტემაში მდებარეობს წარმოადგენს დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ და ეკოლოგიურად სუფთა სივრცეს და აერთიანებს ბუნებრივ გარემოსა და თანამედროვე ურბანულ ინფრასტრუქტურას. აქ ვითარდება საცხოვრებელი, საგანმანათლებლო, სპორტული, გასართობი და საინვესტიციო სივრცეები, რაც ქმნის სრულფასოვან, მრავალფუნქციურ და კომფორტულ გარემოს თანამედროვე ცხოვრებისათვის.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ "თბილისის ბულვარი" ისტორიული ტყე-პარკის შუაგულში მდებარეობს, სადაც ბუნებრივი გამწვანება და ეკოსისტემა არა ხელოვნურად შექმნილი, არამედ ბუნებრივად არსებული რესურსია. სწორედ ეს ბუნებრივი გარემო ქმნის სუფთა ჰაერის საფუძველს და აძლიერებს ტერიტორიის ეკოლოგიურ ღირებულებას.

ჩატარებული კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "თბილისის ბულვარი" არ არის მხოლოდ განვითარებადი ურბანული სივრცე, ეს არის ადგილი, სადაც ქალაქში ყველაზე სუფთა და ჯანსაღი გარემოა. აღნიშნული შედეგები ნიშნავს უსაფრთხო და კომფორტულ სივრცეს ოჯახებისთვის, ჯანმრთელ გარემოს ბავშვებისთვის და იდეალურ პირობებს ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც სუფთა ჰაერსა და ცხოვრების ხარისხს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

"თბილისის ბულვარი" წარმოადგენს პასუხისმგებლიანი დეველოპერის მიერ შექმნილ მაგალითს, სადაც გარემოზე ზრუნვა და თანამედროვე, მდგრადი განვითარების პრინციპები ერთიანდება.