Get All Access for $5/mo

თბილისში მობლერის მეორე მაღაზია გაიხსნა "მობლერი" საერთაშორისო კორპორაცია "აი სი არი"-ს ავეჯის მიმართულების მე-5 პროექტია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Mobler

7 სექტემბერს თბილისში ავეჯისა და აქსესუარების კიდევ ერთი ახალი მაღაზია "მობლერი" გაიხსნა - სავაჭრო ცენტრ "საბას" ტერიტორიაზე. გახსნის ღონისძიებაზე მოსულმა მომხმარებელმა განსაკუთრებული ფასებით, შეთავაზებებითა და საჩუქრებით ისარგებლა.

"მობლერი" არის ავეჯისა და აქსესუარების ახალი ეკონომ ბრენდი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ხელმისაწვდომ ფასად შეარჩიოს ავეჯი და აქსესუარები ინტერიერის გემოვნებიანად მოსაწყობად. ჩვენი მაღაზიის შოურუმების კონცეფცია მომხმარებლის ინსპირაციისთვის შეიქმნა. აქ მოსული ნებისმიერი ადამიანი შეძლებს შეაფასოს რომელი ნივთი როგორი სტილის თუ ფერის ინტერიერს მოუხდება და გაიმარტივოს შერჩევის და გადაწყვეტილების მიღების პროცესი" - აღნიშნავს ICR-ის ავეჯის მიმართულების მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი მარიამ ტყაბლაძე.

"მობლერში" წარმოდგენილი კოლექციების დიზაინი ევროპაში იქმნება, პროდუქცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მზადდება, რაც ნებისმიერი ინტერიერისთვის შესაბამის ავეჯს განსაკუთრებით ხელმისაწვდომს ხდის მომხმარებლისთვის.

ხელმისაწვდომია ასევე აქსესუარების მუდმივად განახლებადი კოლექციები. თითოეული ავეჯის დიზაინი ინტერიერის თანამედროვე ტენდენციების შესაბამისად იქმნება და ამ სფეროში არსებულ მოთხოვნებსა თუ საჭიროებებს ზუსტად პასუხობს.

მაღაზია "მობლერი" საერთაშორისო კორპორაცია "აი სი არი"-ს ავეჯის მიმართულების მე-5 პროექტია. ბრენდის პირველი მაღაზია სავაჭრო ცენტრ "ისთ ფოინთის" ავეჯის ჰაბში 1 სექტემბერს გაიხსნა, ხოლო მეორე მაღაზიას კი უკვე შეგიძლიათ "საბას" ტერიტორიაზე ესტუმროთ.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი