Get All Access for $5/mo

თბილისში პირველი ქართული "უკუ-ვენდინგ" აპარატი განთავსდება რა სიახლეებს უნდა ელოდოს მომხმარებელი?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალბათ, ევროპის სუპერმარკეტებში შეგიმჩნევიათ სპეციალური აპარატები,
რომლის მეშვეობითაც მოქალაქეები ბოთლებს ხელმეორედ გამოყენებისთვის
აბრუნებენ, სანაცვლოდ კი - თანხას იღებენ. ნარჩენების მართვის მსგავსი
მოდელი საქართველოსთვისაც სულ მალე იქცევა რეალობად და თბილისში,
კომპანია "ტენეს" ინიციატივით, პირველი ქართული "უკუ-ვენდინგ" აპარატი
განთავსდება.


ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც, რამდენიმე კვირის წინ, იტალიაში,
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოფენა Ecomondo-ს, "ტენეს" დამფუძნებელი,
სანდრო ლილუაშვილი, ესწრებოდა - "თანამედროვე ტექნოლოგიების
გამოფენაზე PET ბოთლისგან ქართული ძაფის დამზადების ტექნოლოგიის
შესასწავლად ჩავედი. სწორედ იქ წავაწყდი ამ აპარატს, მომეწონა მისი ქულების
დარიცხვის სისტემა და ვინაიდან ჩვენც ბოთლებს ვიბარებთ, გადავწყვიტე
საქართველოში ჩამომეტანა". საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი
ანტრეპრენერმა აღმოაჩინა, რომ იდენტური აპარატის შექმნა, უფრო იაფად და
ბევრად მეტი ფუნქციონალით, ადგილზეც იყო შესაძლებელი და ამას
მაღალტექნოლოგიური ქართული კომპანია - "Edison Tech Solutions" დაამზადებდა.
აპარატის ვირტუალური პროტოტიპი უკვე შექმნილია და უახლოეს 1 თვეში
ფიზიკური საჩვენებელი ვერსიაც იქნება ხელმისაწვდომი.
"უკუ-ვენდინგ" აპარატი ბოთლების ჩაბარების სანაცვლოდ დაგროვების ბარათზე
ავტომატურად დარიცხავს ქულებს და მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა,
დატენოს ტელეფონი და ამასთან, შეიძინოს "ტენესა" და "ჯინვენტორის"
პროდუქცია და ისარგებლოს ფასდაკლებებით. სამომავლოდ, ინიციატივას სხვა
კომპანიებიც შეურთდებიან და მომხმარებლებს სხვადასხვა ტიპის ბენეფიტებს
შესთავაზებენ. ამასთან, "ტენეს" გუნდი ვარაუდობს, რომ სამომავლოდ,
შესაძლოა, მომხმარებელმა ბოთლების სანაცვლოდ თანხის მიღებაც შეძლონ.
1 წელიწადში საქართველოში ძალაში შევა მწარმოებლის გაფართოებული
ვალდებულების კანონი, რაც კომპანიებს ნარჩენების მართვის
პასუხისმგებლობას დააკისრებს. "ტენეს" დამფუძნებლის განმარტებით, სწორედ
ამ მიზეზით, "უკუ-ვენდინგ" აპარატები კიდევ უფრო მოთხოვნადი გახდება,
მანამდე კი - საზოგადოების ჩართულობით უნდა შემცირდეს ერთჯერადი
მოხმარების პლასტმასის გამოყენება. "მოსახლეობას აღელვებს გარემოს ბედი,
აქედან გამომდინარე, სიხარულით შეხვდა ამ სიახლეს. ძალიან დიდი
გამოხმაურება გამოიწვია პირველი ქართული "უკუ-ვენდინგ" აპარატის შექმნის

დაანონსებამ და ქულების დაგროვების შესაძლებლობამ. ვფიქრობთ,
პროტოტიპის დასრულების შემდეგ რამდენიმე სადემონსტრაციო მოდელი
თბილისის სავაჭრო ობიექტებში დავდგათ, ხოლო დანარჩენებს იმ მსხვილ
კომპანიებს შევთავაზებთ, ვისაც თავიანთი CSR მიმართულებიდან გამომდინარე
ეკოლოგიაზე ზრუნვა სურთ. სავარაუდოდ, უპირველესად, გამაგრილებელი
სასმელების მწარმოებელ კომპანიებს დავაინტერესებთ", - აღნიშნავს
ანტრეპრენერი.
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოფენა "ტენეს" გუნდისთვის ინსპირაცია
აღმოჩნდა - გაეცნენ ნარჩენების მართვის თანამედროვე ტენდენციებსა და
უამრავ სიახლეს, რომლის დანერგვასაც სამომავლოდ საქართველოში გეგმავენ.
პლასტმასას ბოთლისგან ძაფის დამზადება, გადამუშავებული ტანსაცმლისგან
საყოფაცხოვრებო ნივთების დამზადება და გადამუშავებული პლასტმასასგან
სამშენებლო ბლოკის დამზადება - ეს იმ შესაძლებლობების ჩამონათვალია,
რომელსაც კომპანია მომხმარებლებსა და ბიზნესს შესთავაზებს.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

Business News

სელფი მობაილის 5G უკვე თბილისშიც

უფრო ადრე, სელფი მობაილის 5G გაეშვა აჭარაში, სამეგრელოში და პოპულარულ მთის კურორტებზე გუდაურსა და ბაკურიანში