Sponsored Content

თბილისში პლასტმასის ნარჩენების შემცირების შესაძლებლობებზე B2B ღონისძიება იმართება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

2023 წლის 22 დეკემბერს, თბილისში B2B ღონისძიება - "საქართველოში ცირკულარული გადაწყვეტების გაძლიერება", გაიმართება.

შეხვედრის მთავარი მიზანია პლასტმასის ნარჩენების მართვის საკითხების გარშემო ცოდნის გაზიარება და თანამშრომლობის ხელშეწყობა.

მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ დისკუსიებში, გაცვალონ აზრები, ისაუბრონ დღევანდელ გამოწვევებზე და წარადგინონ წარმატებული ისტორიები პლასტმასის ნარჩენის გავლენის შემცირების შესახებ.

ღონისძიება გააერთიანებს პლასტმასის წარმოებასა და მოხმარებაში ჩართულ დაინტერესებულ მხარეებს, მათ შორის საქართველოს მთავრობას, ბიზნესებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნებიან კომპანიები, რომლებიც ამცირებენ პლასტმასის მოხმარებას და გვთავაზობენ ალტერნატიულ პროდუქტებს.

გამოფენის მიზანია სხვადასხვა სექტორის დაკავშირება, მათი წარმომადგენლების წახალისება და პოტენციური თანამშრომლობის ინიცირება.

თუ ხართ კომპანია ან ინდივიდუალური პირი, დაინტერესებული კონფერენციაზე დასწრებით, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა 2023 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.

დამსწრეთა ადგილები შეზღუდულია. კომპანიები აირჩევიან რელევანტურობის და საქმიანობის სფეროს მიხედვით.

ღონისძიება იმართება პროექტის "საზოგადოების გაძლიერება ცირკულარული გადაწყვეტების დანერგვისათვის საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით.