Get All Access for $5/mo

TEDxTbilisi Youth-ის ღონისძიებას Radisson RED-მა უმასპინძალა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

8 სექტემბერს Radisson RED-ში ახალგაზრდული TEDxTbilisi გაიმართა, სადაც სტუმრებმა ბევრი უცნობი თუ ნაცნობი სპიკერი სხვა ამპლუაში გაიცნეს.

"ძიებაში" ასეთი იყო ღონისძიების მთავარი თემა და გამომსვლელებმაც სწორედ საკუთარ გამოცდილებასა და ცხოვრებისეულ ძიების პროცესზე ისაუბრეს. წლევანდელი ღონისძიების სპიკერები იყვნან: ლიზი გოზალიშვილი, გიორგი ცარციძე, სოფო ჩიქოვანი, ელენე ჭელიძე, თეკლა შალიკიანი, გიორგი ძირკველიშვილი, ლიზი ქათამაძე და მარიამ გულედანი

სტუმრებს ადგილზე სხვადასხვა აქტივობებში ჩართვის საშუალება ჰქონდათ, რომლებიც TEDxTbilisi Youth-ის პარტნიორების ორგანიზებული იყო.

"გვიხარია, რომ მსმენელს გავაცანით როგორც ახალი საინტერესოდ მოაზროვნე ადამიანები, ისე უკვე ნაცნობი ახალგაზრდები - სხვა ამპლუაში.

გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ მათ, ღონისძიების მოხალისეებს და ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც ყოველწლიურად გვერდში გვიდგანან და გვეხმარებიან ჩვენი ჩანაფიქრები რეალობად ვაქციოთ!" - აცხადებენ TEDxTbilisi Youth-ის ორგანიზატორები.

TEDxTbilisi არაკომერციული, მოხალისეობრივი პროექტია, რომელიც 10 წელზე მეტია თბილისში TEDxTbilisi და TEDxTbilisi Youth-ის ფორმატში ტარდება.

Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"