Get All Access for $5/mo

თეგეტა შენთან ერთად ტურიზმის განვითარებისთვის "იმოგზაურე და აღმოაჩინე შენი სამშობლო"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Tegeta Motors

"იმოგზაურე და აღმოაჩინე შენი სამშობლო" − ასე დაიწყო "თეგეტა მოტორსისა" და მისი მომხმარებლებისთვის 2019 წლის ზაფხული.

კომპანია თავის მომხმარებელს ყოველთვის სთავაზობს და ანებივრებს სხვადასხვა აქციით. პირველი მაისიდან დღემდე კი, უამრავ შეთავაზებასა და ფასდაკლებასთან ერთად, მათთვის არც რჩევებს იშურებს.

ზემოთ ხსენებული კამპანიით "თეგეტა მოტორსი" მოსახლეობას მოუწოდებს მოგზაურობისა და საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულის აღმოჩენისკენ, რითაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს შიდა ტურიზმის განვითარებას. კამპანიის ფარგლებში, სოციალურ ქსელში თავსდება ინფორმაცია იმ განსაკუთრებული ადგილების შესახებ, სადაც ვიზიტი ჩვენი ქვეყნის აღმოსაჩენად აუცილებელი თუ არა, სასურველი მაინც არის.

ამასთანავე, კომპანია მომხმარებელს რჩევის სახით მოუწოდებს, იმგზავროს დაცულად და უსაფრთხოდ. ამისათვის კი, სანამ სამოგზაუროდ გაეშურებიან, საჭიროა კარგად შეამოწმონ ავტომობილი და მისი ნაწილები − ხომ ნამდვილად საზაფხულო საბურავები აქვთ დაყენებული; რამდენად კარგად მუშაობს აკუმულატორი; ხუნდები ხომ მწყობრშია, და სხვა. რა თქმა უნდა, ამ ნაწილებზე და მათ შემოწმებასა თუ შეცვლასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე დიდი ფასდაკლებებიც მოქმედებს.

ცოტა ხნის წინ, "თეგეტა მოტორსის" კამპანიამ კიდევ უფრო მასშტაბური სახე მიიღო. ის ეხმაურება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ცდილობს ყველანაირად დაეხმაროს სამშობლოს და სურს ტურიზმის განვითარებას მეტად შეუწყოს ხელი, წაახალისოს ამ სფეროში ჩართული კომპანიები და თავად მოგზაურები. ამისათვის, 10 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, აცხადებს სპეციალურ აქციას ყველა იმ ორგანიზაციისა და ფიზიკური პირისთვის, რომლებიც რაიმე სახით ეწევიან ტურისტულ საქმიანობას, აქვთ ავტოგაქირავების სერვისი და სხვა. ეს ორგანიზაციები, შესაბამისი საბუთების წარდგენის შემდეგ, "თეგეტა მოტორსის" ქსელში ისარგებლებენ მათთვის განკუთვნილი სპეციალური ფასდაკლებებით. აქცია ვრცელდება კომპანიის მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილ მათთვის საჭირო პროდუქციის მრავალფეროვან ასორტიმენტზე.

"ასე რომ, მეგობრებო, არ გააჩეროთ ავტომობილი, იმოგზაურეთ და აღმოაჩინეთ საქართველო!" − ასეთია "თეგეტა მოტორსის" გზავნილი.

თქვენს დაცულ, უსაფრთხო მგზავრობასა და კომფორტზე ზრუნვა კი შეგიძლიათ "თეგეტა მოტორსს" მიანდოთ.

"თეგეტა შენთან ერთად ტურიზმისთვის. თეგეტა შენთან ერთად საქართველოსთვის!"

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე