ტექნოლოგიური სესიები თიბისისგან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

თიბისი იწყებს ტექნოლოგიური შეხვედრების სერიას, რომლის მიზანიც ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანების გაერთიანება, მათთვის უახლესი ინფორმაციისა და ტრენდების გაცნობაა. ტექნოლოგიურ სესიებზე მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები ისაუბრებენ სხვადასხვა ტექნოლოგიურ თემაზე.

ტექნოლოგიური სესიები Zoom-ის პლატფორმის დახმარებით ჩატარდება და ყველა დაინტერესებული პირისთვის იქნება ხელმისაწვდომი. სესიები იქნება ერთგვარი პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს.

„თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მუდმივად იმყოფება ტექნოლოგიური სიახლეების ავანგარდში, რომლებიც ყოველდღიურად ცვლიან და ამარტივებენ ჩვენს ცხოვრებას. ამ პლატფორმის საშუალებით გვსურს, შემოვიტანოთ ტექნოლოგიების დარგში უახლესი საერთაშორისო გამოცდილება და დაინტერესებულ ადამიანებთან ერთად უწყვეტ რეჟიმში ვიყოთ ტექ-სამყაროსთან," - ბიძინა მაცაბერიძე, თიბისის ტექნოლოგიური მიმართულების ლიდერი.

პირველ ასეთ სესიას 6 აპრილს 18.00 საათზე ჩაატარებს უდი დაჰანი, რომელიც მსოფლიოში ცნობილია, როგორც Service-Oriented Architecture და Domain-Driven Design ექსპერტი და NServiceBus-ის შემქმნელი.

მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ლინკზე : https://link.tbc.ge/3iHYAsM

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

Business News

The Winners of ''Shark Tank Georgia's'' Season 2

26 participants funded and over 3 million GEL invested in Georgian business