Sponsored Content

"ტექსფეროში განვითარების ტემპი საოცრად სწრაფია, Upgaming-ის გუნდი დამეხმარა, მესწავლა, ამ ტემპს როგორ ავყოლოდი" – გაიცანი Upgaming-ის Front-End დეველოპერი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლიზი კაველაძე

21 წლის

Front-End დეველოპერი

ინტერესები – გამოცანები, სტრატეგიული თამაშები, პაზლების აწყობა, ანუ ყველაფერი, რასაც ანალიტიკური აზროვნება და პრობლემის კრეატიულად გადაჭრა სჭირდება

სჯერა – რომ განვითარების გზაზე მთავარი მონაპოვარი ის გამოცდილებაა, რომელიც წარმატებისკენ უფრო დიდ და მყარ ნაბიჯებს გვადგმევინებს

სამუშაო ადგილი – პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერი საერთაშორისო კომპანია Upgaming

სამსახურში მოსწონს – სწრაფი ტემპით პროგრესირებისა და ახალი უნარების აღმოჩენის შესაძლებლობები

Upgaming-ი წარმოგიდგენთ ვიდეოების სერიას, რომელიც კამპანია "Upრინდის" ფარგლებში შეიქმნა. ვიდეოსერია კომპანიის გუნდის წევრების ისტორიებს აერთიანებს, გვაცნობს მათ სამუშაო პროცესში და გვიყვება მათ ხედვებზე, ინტერესებსა და მისწრაფებებზე.

Upgaming-ი პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც 2014 წლიდან ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე და წარმოდგენილია 5 ქვეყანაში: საქართველოში, შვეიცარიაში, გერმანიაში, მალტასა და ბულგარეთში.