ტენემ ბოლნისში პოლიეთილენის ბოთლებისგან მდინარის კალაპოტი დაასუფთავა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ყველას კარგად გახსოვთ ვიდეო, სადაც ჩანს ადამიანი როგორ ყრის საკუთარი მანქანიდან პოლიეთილენის ბოთლებს მდინარეში. დღეს ამ ადამიანმა თავისი დანაშაული აღიარა და ტენეს მიერ ორგანიზებულ დასუფთავების აქციაშიც მიიღო მონაწილეობა.

"დღეს გავემართეთ ბოლნისში მდინარის კალაპოტის დასალაგებლად. საკუთარ კაფეში ვესტუმრეთ ადამიანს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სოც. ქსელების ანტიგმირი გახდა. როგორც გაირკვა, მას საკუთარი მაღაზიიდან დიდი რაოდენობით პოლიეთილენი უგროვდებოდა და არ იცოდა სად წაეღო. ჩვენ მას გავესაუბრეთ ეკოლოგიაზე, მაღაზიიდანვე წამოვიღეთ ბოთლები, USB კაბელიც ვაჩუქეთ. რაც ძალიან მნიშნელოვანია დღეიდან ტენე ჩაიბარებს ხოლმე მისგან ბოთლებს 10 დღეში ერთხელ და მისგან ქართულ ეკომეგობრულ USB კაბელს დაამზადებს." - სანდრო ლილუაშვილი, ტენეს დამფუძნებელი.

შეგახსენებთ ტენეს ორგანიზებით, CENN-ის, ჩემი ქალაქი მკლავს და ტიტანის დახმარებით დღეს მოხალისეთა ჯგუფი ესტუმრა ბოლნისს მდინარის კალაპოტის დასასუფთავებლად და ასეთი მაგარი ამბით დაგვიბრუნდნენ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

Talkpal - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელმაც მსოფლიოს მილიონობით ადამიანს ენის სწავლა გაუმარტივა

ქართული გუნდის მიერ შექმნილი გლობალური სტარტაპი უკვე მილიონობით მომხმარებელს ითვლის და მისი ამბავი მხოლოდ ახლა იწყება.