Get All Access for $5/mo

ტერაბანკი ბიზნესკლიენტების დასახმარებლად გაიცანით "ვილა ლილეო"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ტერაბანკი

2020 წელი ყველასთვის რთული აღმოჩნდა, თუმცა, ამავდროულად, მან კიდევ უფრო აშკარა გახადა მარტივი ჭეშმარიტება: ადამიანებიცა და ბიზნესებიც ერთმანეთის დახმარებისა და მხარდაჭერის გარეშე ამ სირთულეებს ვერ დაძლევენ.

სწორედ ამიტომ, პასუხისმგებლიანმა ბიზნესმა მალევე დაიწყო ფიქრი, თუ როგორ შეეძლო შეემსუბუქებინა ის ნეგატიური შედეგები, რომელსაც პანდემია მოიტანდა. მათ შორის იყო "ტერაბანკიც".

"გაზაფხულზე, როცა პირველი შეზღუდვები დაწესდა, რთული არ იყო იმის პროგნოზირება, რომ ბიზნესს და მათ შორის ჩვენს კლიენტებსაც, არაერთი გამოწვევა ელოდათ. ამიტომ, მაშინვე დავიწყეთ მსჯელობა, როგორ დავხმარებოდით მათ როგორც უკვე არსებული სიძნელეების გადალახვაში, ასევე სამომავლო გამოწვევებთან გამკლავებაში.

ჩვენი ბანკის მასშტაბი მოქნილობისა და თითოეულ ბიზნესკლიენტთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების შესაძლებლობას გვაძლევს. მხოლოდ გარკვეულ სერვისებს კი არ ვაწვდით მათ, არამედ მუდამ ჩართულები ვართ ბიზნესკლიენტების საქმიანობის განვითარებაში. შესაბამისად, რთულ პერიოდში მათი დახმარება ჩვენი კორპორაციული კულტურის ნაწილიც იყო", − ამბობენ "ტერაბანკში".

დახმარება კონკრეტული და რეალურად შედეგიანი რომ ყოფილიყო, ბანკმა ბიზნესკლიენტების საჭიროებები დეტალურად გამოიკვლია. აღმოჩნდა, რომ მათ უმეტესობას ელექტრონული კომერციის, ვებგვერდების, ბრენდინგისა და სოციალური მედიამარკეტინგის განვითარება სჭირდებოდათ. ასე გაჩნდა ახალი ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც 50 ბიზნესკლიენტს "ტერაბანკმა" კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული სასაჩუქრე პაკეტები გადასცა და ოპტიმიზაციისთვის ახალი გზების პოვნაში დაეხმარა. რამდენიმე მათგანის ისტორიას Entrepreneur-ი გაგაცნობთ.

ნანული ჭელიძე − "ვილა-ლილეო"

50 ბიზნესკლიენტს შორის ერთ-ერთი აღმოჩნდა ქალი მეწარმე − ნანული ჭელიძე, რომელიც სვანეთში, უშგულში საკუთარ სასტუმროს ფლობს და მოგზაურებს ახალი აღმოჩენებისა და მძაფრი შთაბეჭდილებების განცდაში ეხმარება. სწორედ იმ შთაბეჭდილებების, რომელიც მათ ცხოვრების განმავლობაში მთელი სისავსით მიჰყვება და ხშირად, აბრუნებს კიდეც. სვანეთი ხომ საკუთარი გამორჩეული სილამაზით, თვითმყოფადი ბუნებითა და სრულიად ავთენტური ეთნოკულტურით გულგრილს არავის ტოვებს. უშგულში, ზღვის დონიდან 2200 მეტრ სიმაღლეზე, ადამიანი სულ სხვა განზომილებაში ხვდება და საოცრად ახლოს გრძნობს თავს მზესთან, ანუ სვანურად − "ლილესთან".

სწორედ მზისა და მზის ღვთაების მითოლოგიური სახელი გვხვდება ნანული ჭელიძის სასტუმროს სახელწოდებაში, რომელიც ასე ჟღერს − "ვილა ლილეო", და უკვე წლებია, უამრავი მოგზაურის დანიშნულების ადგილს წარმოადგენს.

აქ სტუმრების მიღებისა და გამასპინძლების ისტორია ჯერ კიდევ 1998 წლიდან იწყება, როდესაც ე.წ. "გესთჰაუს ლილეში" მოგზაურები ხშირად სრულიად უსასყიდლოდაც ათევდნენ ღამეს. ჭელიძე-რატიანების ოჯახს სტუმარ-მასპინძლობის გამორჩეული ისტორია აქვს. წლების განმავლობაში კი "ლილე" გაფართოვდა და დღეს ოდნავ შეცვლილი სახელწოდებით − "ვილა ლილეო", ორ შენობას აერთიანებს. მას მოგზაურები მსოფლიოს ყველა კუთხიდან სტუმრობენ. ნანული ჭელიძე კი, რომელიც სასტუმროს მართვის პარალელურად უშგულის ეთნოგრაფიულ მუზეუმში უკვე 30 წელია მუშაობს, Entrepreneur-ს "ტერაბანკთან" ნაყოფიერი თანამშრომლობის ისტორიას უყვება:

"თავდაპირველად, პატარა სახლი მქონდა, რომელზეც აბრა "გესთჰაუს ლილე" გვქონდა გაკრული. "ლილე" სვანურად "მზეს" ნიშნავს და თანაც, ჩემი ნაბოლარა შვილის სახელია. თავიდან, სულ 4 ოთახი გვქონდა. ჩვენი სასტუმრო ძალიან მალე საოცრად მოთხოვნადი გახდა. მოგზაურების მიერ ემოციური შთაბეჭდილებებით გაჟღენთილი წიგნი კი სულ უფრო სქელდებოდა. მალე სადილის სერვისი დავამატე და ხშირად ერთდროულად 40 ადამიანსაც კი ვმასპინძლობდი. მოთხოვნა იმდენად სწრაფად იზრდებოდა, რომ იძულებული გავხდი, გაფართოებაზე დამეწყო ფიქრი", − იხსენებს ნანული ჭელიძე.

დღეს "ვილა ლილეო" უკვე ორ ნაგებობასა და ჯამში 21 ნომერს აერთიანებს. ახლად აშენებულ შენობაში 14 ნომერი, პანდემიის უსაფრთხოების ნორმების თანახმად მოწყობილი ვრცელი სასადილო ოთახი და უსაფრთხო დასვენებისთვის ყველაფერია. განახლებული "ვილა ლილეო" პანდემიის მეორე ტალღის გადავლისთანავე, სტუმრებს მოუთმენლად ელის.

ჩვენი ეპოქის თანმდევი ციფრული ტენდენციების თანახმად, აშკარაა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნებისმიერი წამოწყების წარმატებისთვის სათანადო ბრენდინგი და მისი ციფრული ინსტრუმენტით აღჭურვა. ეს საჭიროება Covid-19-მა კიდევ უფრო გაამძაფრა. სწორედ ამ აუცილებლობების უზრუნველყოფა გადაწყვიტა "ტერაბანკმა", რათა საკუთარი ბიზნესკლიენტებისთვის ახალ რეალობასთან ადაპტირება გაემარტივებინა. "ვილა ლილეოს" დღეს უკვე აქვს დამხმარე, ციფრული ატრიბუტიკის კონცეფციური ნაკრები, რაც ბრენდს ციფრულ არხებში სათანადოდ პოზიციონირების, მეტი პოპულარიზაციისა და სამიზნე სეგმენტთან ინტენსიური კომუნიკაციისთვის სჭირდება. აღსანიშნავია, რომ ბრენდის ლოგო მზის სხივების ერთობას გამოხატავს და "სვანური ჭრის" იმ ორნამენტს იმეორებს, რომელიც დედაბოძის მორთულობაში საკმაოდ ხშირად გვხვდება.

"ტერაბანკი" ძალიან საჭირო დროს გამოჩნდა და ნამდვილად დიდი, ნათელი წერტილი აღმოჩნდა ჩემთვის. პანდემიის პერიოდშიც ნდობა გამოგვიცხადა და ბიზნესის განვითარებისთვის მხარში დაგვიდგა. მათ მიერ გაწეული შრომის შედეგად, ინტერნეტმომხმარებელი მეტს გაიგებს სვანეთისა და ჩვენ შესახებ, თუ რატომ უნდა გვესტუმრონ და რა ელოდებათ აქ. "ვილა ლილეო" − ეს არ არის მხოლოდ ადგილი ღამისთევისთვის. აქ ისინი ტრადიციული სვანური კერძების მომზადების მასტერკლასებს და სვანეთის სრულფასოვანი გაცნობისთვის ყველა საჭირო სერვისს მიიღებენ. მათ შორის − სამანქანო და საცხენოსნო ტურებსაც. სამომავლოდ, კიდევ გვაქვს განვითარების გეგმები. მათ შორის რესტორნის, რომლის გახსნასაც ენგურის ხიდის მიმდებარედ ვაპირებთ და გამორჩეული კონცეფციის ადგილი იქნება. იმედი მაქვს, მოგზაურთა ნაკადები მალე დაიძვრება სვანეთისკენ", − ამბობს ნანული ჭელიძე.

"ვილა ლილეოს" მსგავსად კი, "ტერაბანკი" პროექტში ჩართულ ბიზნესებთან ურთიერთობას, კონსულტაციასა და თანამშრომლობას კვლავაც აგრძელებს. მცირე და საშუალო ბიზნესს ის საკუთარ სტრატეგიულ სეგმენტად მოიაზრებს და მათი განვითარების მხარდასაჭერად ახალ ინიციატივებს მომავალშიც გვპირდება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივი განცხადება

"მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია