Get All Access for $5/mo

"ტესლა" ძველი მოდელების შედარებით ბიუჯეტურ ვერსიებს უშვებს გაყიდვაში - რა იცვლება ავტომობილებში?

By Amanda Breen

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ტესლა" ძველი მოდელების ბიუჯეტურ ვერსიებს უშვებს გაყიდვაში. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, მილიარდერმა ილონ მასკმა ინვესტორები გააფრთხილა, რომ ავტომობილების ფასების შემცირებას უნდა ელოდნენ.

საუბარია "ტესლას" S და X SUV მოდელებზე, რომელთა ფასი ორიგინალებთან შედარებით $10 000-ით ნაკლები იქნება. ფასში სხვაობა კი იმითაა მიღწეული, რომ მართვის დიაპაზონი და წამში განვითარებული სიჩქარე შემცირებულია. ბიუჯეტური მოდელების პრეზენტაცია აგვისტოში გაიმართა.

საინტერესო გარემოებაა ის, რომ სიახლის შესახებ მას შემდეგ გავიგეთ, რაც ცნობილი გახდა კომპანიის შემოსავლების 20%-იან შემცირებაზე 2023 წლის მეორე მეოთხედში. საუბარია $2.7-მილიარდიან შემცირებაზე. თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, ილონ მასკმა ინვესტორებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ფასების კლება მესამე მეოთხედში საჭირო გახდებოდა.

S და X SUV მოდელებზე შემცირებული ფასი ამ პირობის შესრულებაა. თუმცა რა კონკრეტული ცვლილებები ელით მყიდველებს განახლებულ მოდელებში?

ახალი მოდელ X-ის ფასი $88 490-დან იწყება, მაშინ, როცა ორიგინალი მოდელის საწყისი ფასი $98 490 იყო. როგორც ცნობილია, იცვლება გავლილი მანძილის დიაპაზონი და აჩქარება. მაგალითად, ამ მოდელში დიაპაზონი 410 კილომეტრიდან 433-მდე მერყეობს, ნაკლები აჩქარებით, ხოლო ძველი მოდელის შემთხვევაში იგივე მონაცემები 531-დან 560 კილომეტრამდე იყო.

რაც შეეხება მოდელ S-ს: მისი საწყისი ფასი ბაზარზე $78 490-ია, როცა ორიგინალი S მოდელის ღირებულება $88 490-დან იწყებოდა. ამ შემთხვევაშიც შემცირდა აჩქარება და გავლილი მანძილის დიაპაზონი. თუკი ძველი S მოდელის დიაპაზონი 603 კილომეტრიდან 652-მდე მერყეობდა, ახალ მოდელში იგივე მაჩვენებელი 479-დან 515 კილომეტრამდეა.

წლის განმავლობაში "ტესლას" შემოსავლები 24%-მდე შემცირდა.

Amanda Breen

Entrepreneur Staff

Senior Features Writer

Amanda Breen is a senior features writer at Entrepreneur.com. She is a graduate of Barnard College and received an MFA in writing at Columbia University, where she was a news fellow for the School of the Arts.
ლიდერობა

5 უმნიშვნელოვანესი ლიდერული თვისება

ლიდერი ყოველთვის უსმენს თავის გარშემომყოფებს და საკუთარ აზრს უპირატესად არ მიიჩნევს

მენეჯმენტი

რატომ არის საჭირო კრიზისი კომპანიების შესაცვლელად?

ცვლილებების განხორციელებაზე რომ დათანხმდეთ, შფოთვაც უნდა დაძლიოთ, ჯილდოების მიღების ცდუნებაც და სოციალური სტატუსიც

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია