Get All Access for $5/mo

The Glenlivet შოტლანდიის ხეობაში შექმნილი ერთალაოიანი ვისკის პირველი მწარმოებელი მსოფლიოში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სფეისაიდის ტერიტორია, რომელიც ჩრდილოეთ შოტლანდიაში მდებარეობს, ნაყოფიერი ხეობებითა და კამკამა მდინარეებით არის ცნობილი. ეს არის ადგილი, სადაც დღესდღეობით შოტლანდიური ვისკის ქარხნების უმეტესობა იყრის თავს. აქ ვისკის შუა საუკუნეებიდან ამზადებენ და ის ამ სასმლის მდიდარ ისტორიას ინახავს.

ცნობილია, რომ მე-19 საუკუნის სფეისაიდში უკანონო დისტილერები იყვნენ გავრცელებულები. მათ შორის იყო ჯორჯ სმიტიც, რომელიც ჰერცოგ ალექსანდრე გორდონის მოიჯარე გახლდათ და მათ ერთად დაიწყეს მუშაობა ლიცენზიის მოპოვებაზე. ამ ფაქტმა სხვა დისტილერების უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი სმიტს ემუქრებოდნენ. საშიშროება იმდენად რეალური იყო, რომ მისმა თანამემამულემ სმიტს ორი პისტოლეტიც კი მისცა, რათა ლიცენზიის მოწინააღმდეგე ადამიანებისგან თავი დაეცვა. მიუხედავად ასეთი დაბრკოლებებისა და რთულ პირობებში მუშაობისა, ჯორჯ სმიტი გახდა ერთალაოიანი ვისკის პირველი მწარმოებელი მთელ შოტლანდიაში, რომელმაც მოიპოვა ლიცენზია და შვილთან, ჯონ გორდონ სმიტთან ერთად გახსნა Glenlivet Distillery.

რატომ Glenlivet?

ეს კარგი კითხვაა. როგორც შესავალში აღვნიშნეთ, სფეისაიდში ნაყოფიერი ხეობებია. ერთ-ერთი ასეთი იყო ლივეტი – მაღალ ხეობებსა და წყაროებს შორის მოქცეული, რესურსებით მდიდარი ადგილი. ის იზოლირებული ხეობაა, რომელიც უკანონო დისტილერებისთვის მოსახერხებელ ადგილად მიიჩნეოდა.

ბიზნესის წინსვლა

სმიტის ბიზნესმა აყვავება დაიწყო. საუკუნის შუა ხანებში სმიტის მონდომებამ და შესაძლებლობებმა მოლოდინებს იმდენად გადააჭარბა, რომ მას მეორე დისტილერიიც გახსნაც მოუწია. Glenlivet პოპულარულ სასმელად იქცა. ის ცნობილი ბრიტანელი მწერლის, ჩარლზ დიკენსის ჩანაწერებშიც კია მოხსენიებული. მეგობრისადმი მიწერილ წერილში დიკენსი ურჩევს მას rare old Glenlivet-ის, ერთალაოიანი ვისკის გასინჯვას, რომლის გემომაც მის მოლოდინებს გადააჭარბა.

ჯორჯ სმიტის გარდაცვალება

1871 წელს ჯორჯ სმიტი გარდაიცვალა და ჯონმა მამისგან მემკვიდრეობით მიიღო დისტილერია. იმის გამო, რომ ჯორჯ სმიტი ძალიან ცნობილი ფიგურა გახდა თავისი ბრძოლით, შრომითა და ხარისხიანი ვისკით, ბევრი კონკურენტი ცდილობდა ბრენდის სახელის მისაკუთრებას. ეს საფრთხე არ გამორჩენია ჯონ სმიტსაც და დაუყოვნებლივ მიიღო ზომები. სახელის საკუთრების უფლების მოსაპოვებლად მან სასამართლოს მიმართა, რომელმაც დააკმაყოფილა მოთხოვნა და სმიტს მიეცა ექსკლუზიური უფლება, რათა გამოეყენებინა ეს სახელწოდება.

მეორე მსოფლიო ომის გავლენა წარმოებაზე

დისტილერია უწყვეტად განაგრძობდა ფუნქციონირებას. მაშინაც კი, როცა "დიდი დეპრესიის" პერიოდში ბევრი საწარმო დაიხურა, თუმცა მეორე მსოფლიო ომმა მასზეც იქონია გავლენა. მთავრობის დადგენილებით, ომის დროს მან ფუნქციონირება შეწყვიტა.

როგორც კი ომი დასრულდა, საწარმომ მუშაობა განაახლა. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა თავად ბრიტანეთისთვის, რომელსაც ომის პერიოდში ვალები დაუგროვდა. წარმატებული ბიზნესი კი, რომელიც ექსპორტზე გაიტანდა საქონელს, შემოსავალს შემოიტანდა ქვეყანაში. ასეთი ბიზნესი სწორედ Glenlivet გამოდგა, რომელმაც მალევე დაიბრუნა დიდებულება და განაახლა წარმატებული წარმოება. მეტიც, მთავრობა იმდენად იყო დაინტერესებული ამ ბრენდის კეთილდღეობით, რომ პურის კონკრეტული რაციონი დააწესა სამეფოში, რათა ვისკის საწარმოს მარცვლეული არ მოჰკლებოდა.

ვისკის გამორჩეული გემო

The Glenlivet ვისკის გლუვი გემო დიდწილად დისტილაციისა და მომწიფების პროცესით არის განპირობებული. სპილენძის ქვაბები, რომლებშიც ვისკი მზადდება, ჯერ კიდევ ჯორჯ სმიტმა შეიმუშავა და დღესაც იგივე ტიპის ჭურჭელი გამოიყენება. გლუვი გემოს მისაღებად ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს წყალს. წყალი, რომელსაც სასმლის დასამზადებლად იყენებენ მოდის ჭიდან, რომელსაც ყოველ საათში 3500 გალონი სუფთა, ცივი წყლის წარმოება შეუძლია. ეს წყალი ერევა ქერს, რომელიც ეხმარება განსაკუთრებული, თანმიმდევრული გემოს შექმნას და ყველა ბოთლს სიგლუვეს ანიჭებს.

გამორჩეულ გემოს კომპონენტებთან ერთად თავად დამზადების წესებიც ქმნის, რომლებიც ასევე, ჯერ კიდევ დამფუძნებლის ხედვის მიხედვით იქმნება. Glenlivet-ის ვისკი მოსამწიფებლად ფრანგულ და ამერიკულ მუხის კასრებში 12-დან 25 წლამდე რჩება. შემდეგ ჩამოისხმება ბოთლებში და მაღაზიებში იყიდება.

ვისკის სახეობები

დღეს The Glenlivet ვისკის რამდენიმე სახეობით გამოდის: The Glenlivet 15 Year Old French Oak Reserve, The Glenlivet Archive 21 Year Old, CAPTAIN'S RESERVE და სხვები. ერთ-ერთი სახეობა, რომელიც უნდა გამოვარჩიოთ, არის FOUNDER'S RESERVE. ეს უკანასკნელი დამფუძნებლის, ჯორჯ სმიტის ხედვისა და დამზადების წესების პატივსაცემად შექმნილი ბრენდია, რომელიც სრულად გამოხატავს ერთალაოიანი ვისკის დისტილერიის იმ მეთოდებს, რომლებსაც სმიტი იყენებდა და ამკვიდრებდა. ამ ვისკის ღია ოქროსფერი ელფერი დაჰკრავს და მასში თაფლის, ვაშლისა და არაქისის ნოტები იგრძნობა.

The Glenlivet დღეს

მიუხედავად მაღალი კონკურენციისა, The Glenlivet არავის უთმობს მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ვისკის მეორე ადგილს. 200-წლიანი ისტორია, რომელსაც ეს ბრენდი ატარებს, უბრალოდ ფურცელზე დაწერილი ამბავი არ არის. ყოველი ბოთლი, რომელიც მაღაზიის თაროზე ამ ბრენდის სახელით იდება, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ის ჯორჯ სმიტის სპეციფიკურ მეთოდს, მიგნებებსა და ხედვას გამოხატავს. ხედვას, რომელიც არ დაემორჩილა თავისი ეპოქის წესებს, არ შეუშინდა უკანონო დისტილერებს და აიხდინა თავისი სურვილი – შეექმნა ერთალაოიანი ლიცენზირებული ვისკი!

ეს არის სასმელი, რომელიც თავისუფლად შეგიძლიათ ურჩიოთ და აჩუქოთ ვისკის მოყვარულებს და ასევე გაასინჯოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც სურვილი აქვთ, აღმოაჩინონ ერთალაოიანი ვისკის ნამდვილი გემო. The Glenlivet იმ ადამიანებისთვის განკუთვნილი სასმელია, რომლებიც არ უშინდებიან გამოწვევებს, უყვართ სიახლეები და ყოველთვის მზად არიან წესების შესაცვლელად.

წყარო: Marketer.ge

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

8 ტიპის ადამიანი, რომელსაც აუცილებლად უნდა მოერიდოთ

ამ თვისებების მქონე ადამიანები ენერგიას გამოგაცლიან და თქვენს ბიზნესსაც მძიმე ტვირთად დააწვებიან

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი