Get All Access for $5/mo

თიბისი ახალი თაობისთვის თიბისი თავისი არსებობის მეოთხე ათწლეულს მომავალ თაობას მიუძღვნის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

უკვე 30 წელია, რაც თიბისი ახალი თაობის მხარდამჭერია სხვადასხვა მიმართულებით. ამ სამი ათწლეულის განმავლობაში კომპანიამ მრავალი ინიციატივა, პროექტი და კამპანია განახორციელა ახალი თაობის გასაძლიერებლად და განსავითარებლად, შეუქმნა წვდომა ფინანსურ სერვისებზე და შესთავაზა ტექნოლოგიური და ინოვაციური გადაწყვეტები.

"თიბისი ახალი თაობისთვის" გააერთიანებს და მხარს დაუჭერს ათეულობით პროექტს და ინიციატივას, რომლებიც ახალგაზრდების მხარდაჭერას ემსახურება. ახალგაზრდები იგრძნობენ თიბისის გვერდში დგომას ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება (სტიპენდიატების პროგრამა, თიბისის აკადემიები) ტექნოლოგიები და ინოვაციები (IT აკადემია), ახალი ბიზნესის წამოწყება და ხელშეწყობა (სტარტაპერი, ბიზნესდაჯილდოება) ლიტერატურა (საბა), კულტურა და ხელოვნება (მუზეუმების პარტნიორი), სპორტი (ურბანული სპორტი, რაგბი), ქველმოქმედება, მენტალური კეთილდღეობა და სხვა. თიბისის სოციალური პასუხისმგებლობების და ESG პროექტები თანაბრად შეეხება როგორც სკოლის მოსწავლეებს, ისე სტუდენტებს და ორიენტირებული იქნება რეგიონებზეც, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველას ექნება ჩართვის შესაძლებლობა.

"მომავალი თაობის მხარდაჭერა და გაძლიერება თიბისის დაპირებაა მომდევნო ათლწეულის განმავლობაში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ახალ თაობას გავუმარტივოთ დასახული მიზნების მიღწევის გზა, მეტი შესაძლებლობა შევუქმნათ და მოტივაცია მივცეთ, რომ აღმოაჩინონ თავიანთი ინტერესები, რეალობად აქციონ ინოვაციური იდეები და მიაღწიონ მწვერვალებს თავიანთი ინტერესების სფეროში. ჩვენი დიდი სურვილია, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს ჩამოყალიბდნენ წარმატებულ, შემდგარ და დამოუკიდებელ ინდივიდებად, რომლებმაც იციან რა სურთ და როგორ მიაღწიონ დასახულ მიზნებს" - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი

თიბისი ყოველთვის იქ არის, სადაც მისი მომხმარებელია. აქ, ახლა სწორედ ის დროა, როცა ჩვენი ყურადღების ცენტრში ჩვენი ახალგაზრდა მომხმარებლები და მათი საჭიროებებია. თიბისის გუნდი ერთიანდება ახალი თაობის გასაძლიერებლად, მათი ცხოვრების გასამარტივებლად, სტიმულის მისაცემად და მეტი შესაძლებლობების შესაქმნელად.