Get All Access for $5/mo

თიბისი ბიზნესებს ონლაინ გადახდის ახალ და ყველაზე მარტივ სისტემას სთავაზობს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

ბიზნესების ონლაინ ვაჭრობაზე გადასვლის წასახალისებლად, თიბისი VISA-სთან ერთად ონლაინ გადახდების ახალ სისტემას - "თიბისი ელ.კომერციას" და სპეციალურ სამოტივაციო პროგრამას ქმნის.

"თიბისი ელ.კომერცია" გადახდის სისტემაა, რომელიც ერთი მხრივ, ონლიან მაღაზიაში გადახდის პროცესს მომხმარებლისთვის სწრაფს, უსაფრთხოს და მარტივს ხდის, მეორე მხრივ კი, ბიზნესებს გადახდების ინტეგრაციას და ონლაინ ტრანზაქციების მართვას უმარტივებს.

"თიბისი ელ.კომერციით" ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარ ონლაინ მაღაზიაში მომხმარებელს გადახდის მრვალფეროვანი მეთოდები შესთავაზონ.

მათ შორის, გადახდა შესაძლებელია:

  • ბარათით
  • თიბისის ინტერნეტ ბანკში ავტორიზაციით
  • თიბისის მობაილბანკით - QR კოდით
  • Apple Pay-თ
  • ერთგული ქულებით
  • ონლაინ განვადებით

"თიბისი ელ.კომერციის" ონლაინ მაღაზიაში გააქტიურება მარტივად, დეველოპერის ჩარევის გარეშეა შესაძლებელი. ონლაინ მაღაზიაში განხორციელებულ ყოველდღიურ ტრანზაქციებს კი ბიზნესის წარმომადგენელი მარტივად მართავს, მისთვის სპეციალურად გამოყოფილ ონლაინ სივრცეში.

სიახლის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე: https://tbcpayments.ge/details/ecom/tbc

ამასთან ერთად, გრძელდება თიბისის და VISA-ს ერთობლივი პროექტი - "შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზია", რომლის ფარგლებში კომპანიებს საკუთარი, სრულად გამართული ონლაინ მაღაზიის პლატფორმის შექმნა და პროდუქციის მთელი საქართველოს მასშტაბით გაყიდვა შეუძლიათ. კომპანიები უფასოდ მიიღებენ ფოტოგრაფის მომსახურებას, ასევე, ვებ-გვერდზე ონლაინ გადახდის სისტემის - "თიბისი ელ.კომერციის" და მიტანის სერვისის ჩაშენებას.

პროგრამის ფარგლებში, ბიზნესები 6 თვით თავისუფლდებიან ვებ-გვერდის ყოველთვიური მომსახურების გადასახადისგან, ხოლო "თიბისი ელ.კომერციით" 2 თვით საკომისიო (შევსებადი) გადასახადის გარეშე ისარგებლებენ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"

სიახლეები

გამოანათე 6-ჯერ უფრო შრომისუნარიანი საქართველო

"საქართველოში დასაქმებულთა 85%-ს არ მოსწონს საკუთარი სამსახური"