Get All Access for $5/mo

თიბისი ფეი 1 ლარიან საკომისიო გადასახადს აუქმებს აქ.ახლა, მთელი საქართველოს მასშტაბით, თიბისი ფეი სწრაფი გადახდის აპარატებიდან თიბისის ნებისმიერ ანგარიშზე (ფიზიკური პირები) თანხის შეტანის საკომისიო გადასახადს სრულად აუქმებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი ფეი

აქ.ახლა, მთელი საქართველოს მასშტაბით, თიბისი ფეი სწრაფი გადახდის აპარატებიდან თიბისის ნებისმიერ ანგარიშზე (ფიზიკური პირები) თანხის შეტანის საკომისიო გადასახადს სრულად აუქმებს. გადაწყვეტილება კომპანიამ მომხმარებლის ცხოვრების გასამარტივებლად მიიღო.

სიახლე თიბისის ნებისმიერ ფილიალში, ასევე, გარე ლოკაციაზე განთავსებულ თიბისის სწრაფი გადახდის ტერმინალებს შეეხება. ამ დრომდე, მომხმარებელს 1 ლარიანი საკომისიო გადასახადი ფილიალის გარეთ განთავსებული აპარატებით სარგებლობის დროს, თიბისის ანგარიშზე თანხის შეტანისას ერიცხებოდა.

"თიბისი მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიაა. ჩვენი სტრატეგიაა ისეთი ციფრული სერვისები და პროდუქტები შევქმნათ, რომლებიც მომხმარებლებს ბანკთან ურთიერთობას გაუმარტივებს და დაუზოგავს დროს. არსებული გამოწვევის ფონზე, თიბისი მაქსიმალურად ცდილობს კიდევ უფრო წაახალისოს მომხმარებლები, ისარგებლონ ციფრული პროდუქტებით/სერვისებით და დისტანციურად, ფილიალში მისვლის გარეშე განახორციელონ სასურველი საბანკო ოპერაცია. საკომისიო გადასახადის გაუქმებაც ამ სტრატეგიის ნაწილია", - ნიკა ქურდიანი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.

თიბისის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებზე ახალი პირობებით სარგებლობას მომხმარებლები უკვე დღეიდან შეძლებენ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

როგორ დავიწყო ბიზნესი

www.oraguli.ge

მათთვის, ვინც იცის ნამდვილი ვერცხლისფერი ორაგულის ფასი

Business News

ზრუნვა საკუთარ თავზე?

მე ჩემზე ვიზრუნებ, რომ შენზე უკეთ ვიზრუნო

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია