Get All Access for $5/mo

"თიბისი ფეი" თიბისის ბიზნეს მომხმარებლებისთვის საკომისიოს აუქმებს

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

"თიბისი ფეი" სწრაფი გადახდის აპარატებიდან თიბისის ნებისმიერ ანგარიშზე თანხის შეტანის საკომისიო გადასახადს ბიზნეს მომხმარებლებისთვის სრულად აუქმებს. 2 წლის წინ "თიბისი ფეიმ" ეს სიახლე ფიზიკურ პირებს შესთავაზა, ახლა კი საკომისიოს გაუქმება ბიზნესსაც შეეხო. გადაწყვეტილება კომპანიამ მომხმარებლის ცხოვრების გასამარტივებლად მიიღო.

სიახლე თიბისის ნებისმიერ ფილიალში, ასევე, გარე ლოკაციაზე განთავსებულ "თიბისი ფეის" სწრაფი გადახდის აპარატებს შეეხება. ამ დრომდე, ბიზნეს მომხმარებლებს მინიმუმ 1 ლარიანი საკომისიო გადასახადი ფილიალის გარეთ განთავსებული აპარატებით სარგებლობის დროს, თიბისის ანგარიშზე თანხის შეტანისას ერიცხებოდათ.

"თიბისი მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიაა. ჩვენი სტრატეგიაა ისეთი ციფრული სერვისები და პროდუქტები შევქმნათ, რომლებიც მომხმარებლებს ბანკთან ურთიერთობას გაუმარტივებს და დაუზოგავს დროს. არსებული გამოწვევის ფონზე, თიბისი მაქსიმალურად ცდილობს კიდევ უფრო წაახალისოს მომხმარებლები, ისარგებლონ ციფრული პროდუქტებით/სერვისებით და დისტანციურად, ფილიალში მისვლის გარეშე განახორციელონ სასურველი საბანკო ოპერაცია. საკომისიო გადასახადის გაუქმებაც ამ სტრატეგიის ნაწილია", - ნიკა ქურდიანი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

მენეჯმენტი

8 ტიპის ადამიანი, რომელსაც აუცილებლად უნდა მოერიდოთ

ამ თვისებების მქონე ადამიანები ენერგიას გამოგაცლიან და თქვენს ბიზნესსაც მძიმე ტვირთად დააწვებიან