Get All Access for $5/mo

თიბისი გუნდის ახალ წევრებს ეძებს კომპანია, რომელიც 8000 თანამშრომელს აერთიანებს, ახალ ტალანტებს ეძებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

რეგიონის წამყვანი ფინანსური და ტექნოლოგიური კომპანია, თიბისი, გუნდის გაძლიერებას განაგრძობს. კომპანია, რომელიც 8000 თანამშრომელს აერთიანებს, ახალ ტალანტებს ეძებს. შესაბამისად, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, შეუერთდეთ თანამედროვე, მოქნილ, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს, დაიწყოთ კარიერა სასურველი მიმართულებით და გახდეთ 30-წლიანი ისტორიის ნაწილი.

თიბისი ახალ წევრებს როგორც ტექნოლოგიური, ისე საბანკო მიმართულებით რეგიონებსა და ქალაქებში ეძებს და მათ თანამედროვე ტენდენციების შესაბამის, მეგობრულ, სასიამოვნო, თავისუფალ სამუშაო ატმოსფეროს, გამორჩეული დიზაინის მქონე მულტიფუნქციურ სივრცეებად ტრანსფორმირებულ ფილიალებს და, რაც მთავარია, კარიერული ზრდის პოტენციალს სთავაზობს.

"უკვე სამი ათწლეულია, თიბისი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი დამსაქმებელი კომპანიაა. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, აღმოვაჩინოთ, გავზარდოთ ტალანტები და ხელი შევუწყოთ მათ კარიერულ განვითარებაში. თიბისიში ყველა ადამიანს ეძლევა საშუალება, გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები და საწყისი საფეხურებიდან მოკლე დროში გადაინაცვლოს წამყვან პოზიციებზე. ჩვენ ვაერთიანებთ 8 000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ორიენტირებული არიან მუდმივ განვითარებაზე, სიახლეების აღმოჩენასა და ზრდაზე. რაც მთავარია, ჩვენ ვამაყობთ, რომ, საგანმანათლებლო პლატფორმებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების დახმარებით, ქვეყანაში გამორჩეულ სამუშაო კულტურას ვქმნით", — ამბობს გვანცა მურღვლიანი, ადამიანური კაპიტალის განვითარების დირექტორი.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად და აპლიკაციის შესავსებად ესტუმრეთ ვებგვერდს თიბისი კარიერა.

თუ თქვენთვის საინტერესო საქმიანობა ჩამოთვლილ ვაკანსიებს შორის ჯერ არ არის, თუმცა გინდათ, თიბისის თავი გააცნოთ, მაშინ ამ ბმულზე ატვირთეთ რეზიუმე ან ერთ წუთიანი ვიდეო, რომელშიც თქვენს ისაუბრებთ საქმიანობასა და განათლებაზე, ასევე, განმარტავთ, თუ რატომ და რომელი მიმართულებით გსურთ თიბისიში მუშაობის დაწყება. ამასთანავე, არ დაგავიწყდეთ თქვენი საკონტაქტო დეტალების გაზიარება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინდუსტრიული ტრენდები

ადაპტაცია შენი ბიზნესის გადასარჩენად!

Optimo - ქართველი მეწარმეების მხარდასაჭერად!