თიბისი გუნდის უკრაინელ წევრებს და მათ ოჯახებს დაეხმარება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

უკრაინაში შექმნილი ვითარება თითოეული ქართველისთვის ძალიან დიდი გამოწვევაა. ჩვენთვის, გუნდის, როგორც ქართველი, ისე უცხოელი წევრების უსაფრთხოება და სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანია. მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩვენს უკრაინელ თიბისელებს და მათ ოჯახებს ფინანსურად დავეხმაროთ და გვერდში დავუდგეთ.

ჩვენი გუნდის 12 უკრაინელი წევრი კიევში და უკრაინის სხვა ქალაქებში ცხოვრობს და დისტანციურად მუშაობს ქართველ კოლეგებთან ერთად. პანდემიის დაწყებიდან, თიბისის 8 ქვეყნიდან შემოუერთდნენ თანამშრომლები, მათ შორის დიდი ტექნოლოგიური გუნდი უკრაინიდან. ამ რთულ დროში, თანაგუნდელების გვერდში დგომა ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია და ყველაფერს გავაკეთებთ მათი მორალური და ფინანსური მხარდაჭერისთვის.

უკრაინელი თანამშრომლები ძირითადად ტექნოლოგიური პროექტების აღსრულებაში არიან ჩართულები, ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა - შიდა და გარე ინფრასტრუქტურა, საკომუნიკაციო არხების დეველოპმენტი და სხვა მნიშვნელოვანი სისტემები.

გუნდის წევრები მხნედ არიან, ისინი ნამდვილად გმირები არიან. ბევრი მათგანი, საომარი სიტუაციის მიუხედავად, შეძლებისდაგვარად ახერხებს სამუშაო პროცესში ჩართვას.

თიბისის მთავარი მისია ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაა, რაც ამ რთულ დროში ჩვენი კიდევ უფრო საჭირო და ბუნებრივი სურვილია. დარწმუნებული ვართ, მშვიდობა მალე დაისადგურებს და არცერთ ადამიანს საფრთხე აღარ შეექმნება.
თიბისის გუნდი

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

Business News

ტანსაცმლის ქართულ ბრენდ "რუმორის" გაყიდვები რეკორდულ ნიშნულზეა

"რუმორი" ტანსაცმლის ქართული ბრენდია, რომელიც ბაზარზე 2020 წლიდან ფუნქციონირებს. ბრენდი მარიამ გოგიბედაშვილის და ნიკა კომახიძის მიერ დაარსდა

Business News

ქართველი მეწარმე ქალები

USAID YES-Georgia - ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ