თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაში ერთვება

თიბისი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

2021 წლის 1 სექტემბრიდან, თიბისი სააგენტოს აწარმოე საქართველოში „სუბსიდირებული იპოთეკური სესხების" სახელმწიფო პროგრამაში ერთვება.

პროგრამის ფარგლებში, მრავალშვილიან პირებს (3 ან მეტი შვილი) ან ახალდაბადებული შვილის (ბავშვები, რომლებიც 2021 წლის 1 სექტემბრიდან 2022 წლის 1 სექტემბრამდე არიან დაბადებულნი) მშობლებს, შესაძლებლობა აქვთ მიიღონ 5 წლიანი სახელმწიფო სუბსიდირება იპოთეკურ სესხებზე, როგორც ახალ, ასევე ძველ აშენებულ პროექტებში და სახლის აშენების მიზნით.

სუბსიდირებული იპოთეკური სესხის მაქსიმალური მოცულობაა 200 000₾.

200,000 ₾-ზე მეტი მოცულობის სესხებზე, შესაძლოა დარჩენილი თანხა დაფინანსდეს მსესხებლის თანამონაწილეობით ან ბანკის მხრიდან პარალელური იპოთეკური სესხით.

თუ მსესხებელს ჰყავს 1 ან 2 შვილი, პროგრამა დაასუბსიდირებს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3,5 %-ს, არაუმეტეს 6 %-ის ოდენობით.

თუ მსესხებელს ყავს 3 ან მეტი შვილი, პროგრამა დაასუბსიდირებს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 1,5 %, არაუმეტეს 8%-ის ოდენობით.

იპოთეკური ცენტრი და თიბისი კონცეპტი მომხმარებლებს სთავაზობს განსაკუთრებულ შეთავაზებებსა და პირობებს დეველოპერული კომპანიების პროექტების მიმართულებით.

დეტალური ინფორმაციის მიღება და სასურველი კომპანიისა და პროექტის შერჩევა თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს შეუძლიათ ვებ-გვერდზე: https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/tbc-concept-mortgage

პროცესის გამარტივებისთვის და მეტი კომფორტისთვის, ბინის შეძენასთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარებაში თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს შეუძლიათ მიმართონ კონცეპტ ცენტრს ან პერსონალურ ბანკირს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

თუ ბიზნესს ფლობთ, ეს სტატია თქვენთვისაა

თუ თქვენ კომპანიის მფლობელი ან დირექტორი ხართ, მაშინ შესაძლოა ამ სტატიის წაკითხვამ გადაგადგმევინოთ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი თქვენი კომპანიის კეთილდღეობისთვის

ქალი ანტრეპრენერი

მაკა მახათაძე - IT Academy STEP Georgia

"ქვეყნის უკეთესობისკენ ტრანსფორმაცია იწყება საკუთარი თავის გარდაქმნით, განვითარებით"