Get All Access for $5/mo

თიბისი კაპიტალმა განახლებული, რიგით მესამე კვლევა წარადგინა თემა: COVID 19-ის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი კაპიტალი

თიბისი კაპიტალმა მესამედ უმასპინძლა ონლაინ კონფერენციას ეკონომიკასა და ბიზნესსექტორებზე COVID 19-ის გავლენის შესაფასებლად. შეხვედრაზე, ბიზნესისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე მდგომარეობა, ძირითადი მაკროპარამეტრების უახლესი დინამიკა, პროგნოზები და ეკონომიკის აღდგენის მოლოდინები განიხილეს. ასევე, ცალკეულ ბიზნესსექტორებთან დაკავშირებით 2020-2021 წლის პროგნოზები გაჟღერდა.

თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარით, 2020 წელს ეკონომიკის კვლავ 4.5-5.5%-იანი კლებაა ნავარაუდევი. 2020 წლის ტურისტული შემოდინებების და FDI-ს პროგნოზი გაუარესებულია, თუმცა გაუმჯობესებულია საგარეო ვაჭრობის და გზავნილების მოლოდინი. ამასთან, თიბისი კაპიტალის მოლოდინით, ლარის გაცვლითი კურსის მკვეთრი გაუფასურება ნაკლებსავარაუდოა და წლის ბოლოსთვის ლარი 3.0 ნიშნულზე დასტაბილურდება. წლის ბოლოსთვის ინფლაციის მოლოდინი 5%-დან 4.5%-მდე, რეფინანსირების განაკვეთის მოლოდინი კი 8%-დან 7.75%-მდე შემცირდა.

შეზღუდვების შერბილების შემდეგ მაღალი ზრდა ფიქსირდება უნაღდო ხარჯვაში. გასათვალისწინებელია უნაღდო ანგარიშსწორების წილის ზრდა და რიგ შემთხვევებში სახეზეა გადადებული მოთხოვნის ეფექტი.

საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვების ეტაპობრივი გაუმჯობესება შეიმჩნევა, რასაც სახელმწიფო მხარდაჭერის გეგმის ამოქმედება მნიშვნელოვნად დააჩქარებს.

სასტუმროების სექტორში ჯავშნების დინამიკა მზარდია ძირითადად შიდა ტურიზმის ხარჯზე, თუმცა საზღვრების გახსნის გადადების ფონზე, სექტორის მოლოდინები 2020 წლისთვის რამდენადმე გაუარესებულია.

"ჩვენს პარტნიორებთან ერთად კიდევ ერთი საინტერესო მიმოხილვა გვქონდა თიბისი კაპიტალის განახლებული კვლევის მიგნებების გარშემო. თიბისი კაპიტალის ყოველკვირეულად განახლებადი, სწრაფი ინდიკატორები და ყოველთვიური შემაჯამებელი რეპორტები დამატებითი ინსტრუმენტია კომპანიებისთვის არსებული მდგომარეობის შესაფასებლად, შემდეგი თვეების დასაგეგმად და მოცემულ სიტუაციასთან ბიზნესის ეფექტური ადაპტაციისთვის", - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

თიბისი კაპიტალის მიერ წარდგენილი ანალიზი ქართულ და ინგლისურ ენებზე შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: Tbcresearch.ge

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან