თიბისი კონცეპტი და They Said Books წარმოგიდგენთ წიგნების საგაზაფხულო ბაზრობას

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

14-15 მაისს, თიბისი კონცეპტი და They Said Books წარმოგიდგენთ რიგით მეექვსე წიგნების საგაზაფხულო ბაზრობას, სადაც ძველი და იშვიათი წიგნების მრავალფეროვანი სელექცია დაგხვდებათ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებზე ვრცელდება 10%-იანი ქეშბექი.

  • მისამართი: They Said Books, გ. ახვლედიანის 10
  • დრო: 13:00 – 22:00

ასევე, They Said Books-თან პარტნიორობის ფარგლებში, 13 მაისს, 18:00 საათზე, თიბისი კონცეპტის სივრცე უმასპინძლებს შეხვედრას, რომლის მოდერატორიც იქნება ნინო დარასელი.

შეხვედრაზე მომხსენებლები მიმოიხილავენ: პოეზიას, პროზასა და მუსიკას. შეეხებიან ისეთ დიდ ავტორებსა და მუსიკოსებს , როგორებიც ჟან ჟენე, ჰენრი მილერი, სილვია პლათი, კურტ კობეინი და ჯიმ მორისონი იყვნენ.

შეხვედრას სამი ყველასათვის ცნობილი და საყვარელი სპიკერი ეყოლება:

* დიანა ანფიმიადი- მწერალი , პოეტი და ფილოლოგია, 2009 წელს მისმა კრებულმა " შოკოლადი" ლიტერატურული პრემია "საბა" მიიღო, ნომინაციაში - წლის საუკეთესო დებიუტი.

*რეზი ხუნწელია- მუსიკალური ჟურნალისტი, რადიო წამყვანი და როგორც კონსერვატორიის, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია.

*მაკა კასრაძე- რადიო წამყვანი და გამომცემლობა "ზებრა"-ს ხელმძღვანელია.

შეხვედრა გაიმართება თიბისი კონცეპტის ბიბლიოთეკაში, მარჯანიშვილის 7-ში.

შეხვედრაზე დასასწრებად გთხოვთ, დარეგისტრირდეთ: conceptevents.ge

ღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://link.tbc.ge/Book-club

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

Villa Perla By NEXT: ნექსთი ესპანეთშია!

მარბეია არაერთი წლის განმავლობაში ინარჩუნებს მოწინავე პოზიციას ევროპის უძრავი ქონების ბაზარზე

სიახლეები

ტურიზმი აჭარაში

24 ივლისს ბათუმში გაიმართა კონფერენცია ტურიზმის სექტორის გამოწვევების შესახებ

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია