თიბისი კონცეპტი მომხმარებელს ახალ ნაკრებს - "კონცეპტ 360"- სთავაზობს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თიბისი კონცეპტი მომხმარებელს ახალ ნაკრებს - "კონცეპტ 360"- სთავაზობს. ნაკრები განკუთვნილია, მათთვის, ვისაც ესაჭიროება კიდევ უფრო მეტი ფინანსური ინსტრუმენტი, გაუმჯობესებული შეთავაზებები და დამატებითი შესაძლებლობები.
ახალი ნაკრები მოიცავს პირადი ბანკირის მომსახურებას, მაღალი კლასის ბარათებს - Visa Signature და MasterCard World Elite, ახალ Visa Signature საკრედიტო ბარათს, სამოგზაურო დაზღვევას, თიბისი კაპიტალის საბროკერო მომსახურებას და ბევრ სხვა შესაძლებლობასა და უფრო მეტ მოქნილობას.
თიბისის საბანკო ოპერაციებისა და პროდუქტების საუკეთესო პირობებთან ერთად, ახალი ნაკრები მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს ისარგებლონ თიბისი კაპიტალის საბროკერო სერვისით, რომელიც მათ ინვესტიციების განხორციელებაში, როგორც საქართველოს, ისე მსოფლიო მასშტაბით არსებულ საფონდო ბირჟებზე დაეხმარება.
მაღალი კლასის ბარათები - Visa Signature და MasterCard World Elite კიდევ უფრო მეტ საერთაშორისო უპირატესობასა და შეთავაზებას მოიცავს. კერძოდ, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ბანკომატიდან საკომისიოს გარეშე თანხის განაღდებას და მოგზაურობის კომფორტზე გათვლილ სერვისებს. საკრედიტო ბარათი - Ertguli Visa Signature მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს დააგროვონ უფრო მეტი ერთგული ქულა ნებისმიერ POS ტერმინალზე საქართველოში.
საინტერესო ღონისძიებებთან ერთად ნაკრები მოიცავს 150-ზე მეტ ობიექტში არსებულ შეთავაზებებს და მარჯანიშვილის 7-ში, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცით სარგებლობის გაუმჯობესებული პირობებს.
თიბისი კონცეპტი პერსონალური საბანკო მომსახურებაა, რომლის მიზანია მომხმარებლების ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზება, რომელიც გაუმარტივებს ადამიანებს ცხოვრებას და დაეხმარება საკუთარი ფინანსებისა და აქტივების უკეთ მართვასა და დაგეგმვაში.