📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თანამედროვე ხელოვნების ბიენალე - Oxygen ციფრულ მედია ფორმატში გაიმართება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

17 სექტემბერიდან „პროპაგანდას" ორგანიზებით და თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თანამედროვე ხელოვნების ბიენალე- Oxygen გაიმართება.

ყოველწლიური ჯგუფური გამოფენის რიგით მეოთხე გამოშვება ფართომასშტაბიან რეგიონალურ ღონისძიებად გარდაიქმნა. თავდაპირველად Oxygen საქართველოს თანამედროვე ხელოვნების სცენის საკვანძო ტენდენციების წარმოჩენას ისახავდა მიზნად. 2020 წლიდან ყოველი გამოშვების კონცეფცია, სტრუქტურა და თემა, ახალი კურატორის ჩანაფიქრზე გახდა ადაპტირებული. გამოფენის პროგრამამ საერთაშორისო მასშტაბი მიიღო, განსაკუთრებით კი პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს შორის არსებული რეგიონალური დიალოგის კუთხით.

2021 წელს ღონისძიებამ მასშტაბის და ფორმატის შემდგომი ცვლილება განიცადა და Oxygen ბიენალედ გამოცხადდა. თანამედროვე ხელოვნების ბიენალე Oxygen 2021 სერ სერპასის და ქეთევან შავგულიძის კურატორული ნამუშევარი იქნება, სათაურით "გადანაცვლების რიტუალები." პროგრამა აერთიანებს: 30-ზე მეტი ქართველი არტისტის ნამუშევარს საქართველოდან და მის ფარგლებს გარეთ; სხვადასხვა საგანმანათლებლო, თემატურ საუბრებსა და პარალელურ ღონისძიებებს.

გადანაცვლების რიტუალები, #ეთერში

ეკრანებიდან გადავადებულ ყოველდღიურობაში, ეკრანულ ცხოვრებაში, რომელიც ხელოვნების მასობრივ ღონისძიებებზე მოგონებებითაა გაჯერებული, პროექტი ადამიანის ერთი ჯგუფური იდენტობისადმი კუთვნილებიდან, მეორეში გადასვლის რთულ პროცესზე რეფლექსირებს. ის ასახავს კომპლექსურ მდგომარეობას, რომელიც მიკუთვნებულობის განცდებს შორის ისადგურებს და ამ პროცესის შესაბამის მოქმედებებს თუ აქტივობებს წარმოშობს -" სპექტაკლებს", რომელიც ამ ეტაპის აღმნიშვნელია. ანთროპოლოგმა არტურ ვარ გენეპმა Სწორედ ამ ფაზას შეუსაბამა ტერმინი "გადანაცვლების რიტუალები" (1909 წ.), როდესაც ინდივიდი და მთელი მისი არსება ტრანზიტულ მოცემულობაშია, გაუცხოებულ და განუსაზღვრელ კრიტიკულ მდგომარეობაში და ბინარულობებს შორის მოქმედებს. ბიენალეც სწორედ ამ ლიმინალურ ფაზაზე ისაუბრებს: მის კოლექტიურ, პირად და გლობალურ განზომილებებზე და თავად გახდება ეთერული სხეული. 2021 წლის ბიენალე Oxygen #ეთერში ჩატარდება: Oxygen - როგორც ჟანგბადის ბუნებრივი ქმედება, როგორც ერთიანი, ჰოლისტური მთლიანობა ჰაერში დარჩება - ე.ი. არა არსად - არამედ ყველგან.

დამთვალიერებელი ნამუშევრებს მედია-სიუჟეტების საშუალებით გაიცნობს.როდესაც მიყვება ჰეშთეგებს: #intheether #ეთერში.

მედია პარტნიორები:

Facebook:Artarea/Tv2.0 Propaganda.network Stamba Hotel TBC Concept - თიბისი კონცეპტი

Instagram: artareatv2.0; Oxygen_biennial; propaganda.network; stamba.hotel; tbc_concept

Web: www.oxygen.propaganda.network; www.helloblog.ge

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!