Get All Access for $5/mo

თიბისი საერთაშორისო კონფერენციაზე ქალთა გაძლიერების შესახებ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისიმ მონაწილეობა მიიღო გაეროს, ევროკავშირისა და შვედეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილ კონფერენციაში, რომელიც ზრუნვის ეკონომიკის მშენებლობისა და ოჯახის მხარდაჭერის გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის საქართველოში დანერგვას ემსახურებოდა.

კონფერენცია გაიმართა გაეროს ორი სააგენტოს - გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ორგანიზებით. კონფერენციაზე გამართული მსჯელობა შეეხო, ისეთ საკითხებს, როგორებიცაა სამუშაოსა და ოჯახური ცხოვრების შეთავსება, თანამშრომლების უფლებების და კეთილდღეობის დაცვა მათთვის მშობლის შვებულების ღირსეული პირობების შექმნით, გენდერული როლების ზეგავლენა საოჯახო საქმიანობასა და კარიერულ გზაზე, სამუშაო ადგილზე გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება.

ზრუნვის პოლიტიკის და ოჯახის მხარდამჭერი პოლიტიკის განხოციელებაში კერძო სექტორს განსაკუთრებული როლი აქვს. სექტორში არსებული საუკეთესო პრაქტიკებისა და გამოწვევების შესახებ თიბისის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ნინო მასურაშვილმა ისაუბრა. ნინომ ისაუბრა თიბისის მიერ მხარდაჭერილ და დანერგილ პროექტებზე, რომლებიც ქალთა გაძლიერებას ემსახურება. მან აუდიტორიას გააცნო თიბისი, კომპანია, რომელმაც მმართველ საბჭოსა და ლიდერულ პოზიციებზე ქალების 45.5%-იანი წარმომადგენლობით, 2021 წლის FTSE 250 რეიტინგში საბანკო სექტორის წარმომადგენელ კომპანიებს შორის მოწინავე, პირველი ადგილი დაიკავა. ნინომ განმარტა თიბისის ღირებულებები და შიდა პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს თანამშრომლების მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებას და კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნას.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია კონფერენციაში მონაწილეობის მიღება, რადგან თანამშრომლებისთვის ღირსეული, თანასწორი და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემოს შექმნაზე მუდმივად ვზრუნავთ. ვინაიდან თიბისიში დასაქმებული თანამშრომლების 71% ქალია, ნებისმიერი პოლიტიკის და მიდგომის შემუშავების პროცესში მნიშვნელოვანია ქალებზე ზრუნვა და სამუშაო გარემოში და მის გარეთ მათი საჭიროებებისა და ვალდებულებების გათვალისწინება. თიბისიში ოჯახზე მორგებული პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია ქალებისა და კაცების თანასწორი კარიერული განვითარებისა და მათი შრომითი პოტენციალის რეალიზების მხარდაჭერა. თიბისიში ქალები სულ უფრო მეტად საქმდებიან ისეთ სფეროებში, რომლებშიც აქამდე, ძირითადად კაცები იყვნენ წარმოდგენილნი. მაგალითად, რისკების მართვა და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICT). ამ მიმართულებებში ქალების ჩართულობის გასაზრდელად, თიბისი ახორციელებს როგორც შიდა, ისე არაერთ გარე ინიციატივას, როგორიცაა ჩვენი IT აკადემია, გრეის ჰოპერის დაჯილდოება, პროგრამა "500 ქალი ტექნოლოგიებში" და სხვა. გარდა ამისა, თიბისიში თანამშრომლები იღებენ ანაზღაურებად მშობლის შვებულებას მათი სრული ანაზღაურების განაკვეთის საფუძველზე 183 ან 200 დღის განმავლობაში. ჩვენთან თანამშრომლების მშობლის შვებულებით სარგებლობა შეუძლიათ როგორც შვილად აყვანის, ასევე სუროგაციის დროსაც. დამატებით, ჩვენ გვაქვს მრავალშვილიანი და ახალდაქორწინებული თანამშრომლების ფინანსური მხარდაჭერის და სპეციალური საშეღავათო პროგრამები." - განმარტავს ნინო მასურაშვილი.

თიბისი აქტიურად არის ჩართული ქალთა გაძლიერების, დასაქმებისა და სხვადასხვა უნარების გამომუშავების ხელშემწყობ პროექტებში. თიბისისთვის მნიშვნელოვანია ქალთა როლის ზრდა, გაძლიერება და გენდერული თანასწორობის პროაქტიული და თანმიმდევრული ინტეგრაცია საქმიანობის ყველა ასპექტში - ორგანიზაციის შიგნით, ბაზარზე და ზოგადად საზოგადოებაში.
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია