Get All Access for $5/mo

თიბისი სტატუსის ციფრული ნაკრები მათთვის, ვისაც სურს ჰქონდეს მეტი დრო ცხოვრებისათვის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

TBC

თიბისი ბანკი საკუთარ მომხმარებელს, ვისთვისაც საბანკო პროდუქტებით სარგებლობა ყოველდღიურობის ნაწილია და საკუთარი ფინანსებისა და საბანკო ოპერაციების დამოუკიდებლად მართვას ანიჭებს უპირატესობას, ახალ პროდუქტს – სტატუს ციფრულ ნაკრებს სთავაზობს.

სტატუს ციფრული ნაკრები ტრადიციულ ნაკრებში შემავალ ყველა უპირატესობასა და პროდუქტს მოიცავს, გარდა პერსონალური ბანკირისა. მის შექმნაზე თიბისი ბანკმა "მაკენზის" გუნდთან ერთად 6 თვის განმავლობაში იმუშავა. მომხმარებელს შეუძლია საკუთარ ცხოვრების სტილზე მორგებული შეთავაზებებით, ასევე სავაჭრო ობიექტებსა და სხვადასხვა ღონისძიებაზე განსაკუთრებული პირობებით ისარგებლოს.

საქართველოს ბაზარზე ეს ინოვაციური სერვისი უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამის დასტურია 15 000- ზე მეტი მომხმარებელი პროდუქტის გაშვებიდან მხოლოდ ხუთი თვის თავზე.

Entrepreneur-ი დაინტერესდა თიბისი სტატუსის ახალი ციფრული პროდუქტით და მისი დეტალური უპირატესობების გასარკვევად თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურების ხელმძღვანელს, ნატა ხურციძეს ესაუბრა.

"ჩვენი მთავარი დაპირებაა მეტი დრო ცხოვრებისათვის. სწორედ ამ იდეის ირგვლივ შეიქმნა სტატუს ციფრული ნაკრები, რომელიც განკუთვნილია ისეთი კლიენტებისთვის, რომლებიც უპირატესობას დისტანციურ მომსახურებას ანიჭებენ ჩვენ მიერ შეთავაზებული ინტერნეტ და მობაილბანკის სახით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თიბისი ბანკის მობაილბანკი Global Financial-ის მიერ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ბოლო 5 წლის განმავლობაში საუკეთესოდ დასახელდა", – აცხადებს ნატა ხურციძე Entrepreneur-თან საუბარში.

სტატუს ციფრული ნაკრების უპირატესობები სტატუს კლიენტების ცხოვრების სტილზე მორგებული სერვისებია. ეს შეიძლება იყოს განსხვავებული საპროცენტო განაკვეთები დეპოზიტებსა და სესხებზე, მაღალი კლასის საბანკო ბარათების განაღდება მაღალი ლიმიტებითა და განსაკუთრებული ფასდაკლებებით თიბისი ბანკის პარტნიორთა ქსელში. ასევე, ექსკლუზიური პირობებით სარგებლობა სხვადასხვა სახის სადაზღვევო პროდუქტზე.

"იმის გათვალისწინებით, რომ მოგზაურობა ჩვენი მომხმარებლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, სტატუს ციფრული ნაკრების ფარგლებში მათ საშუალება აქვთ, ისარგებლონ Lounge Key-ის მომსახურებით მსოფლიოს ნებისმიერ აეროპორტში. რადგან დრო ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი რესურსია, საკუთარ მომხმარებლებს დამატებით ვთავაზობთ სტატუს კონსიერჟის მომსახურებას. ასევე, სტატუს ცენტრი 24 საათის განმავლობაში მზად არის მხარდაჭერისთვის", – ამატებს ნატა ხურციძე.

სტატუს კონსიერჟი მომხმარებელს უმოკლეს დროში ისეთ საკითხებს მოუგვარებს, როგორებიცაა: მოგზაურობის დაგეგმვა, უცხოეთში სწავლის ორგანიზება, ბილეთების შეძენა, სამუშაო სივრცის დაჯავშნა, საათობრივი ძიძა, ავტოსერვისი და სხვა. მომხმარებლის მოთხოვნის მიღებიდან მაქსიმუმ 20 წუთში, მისი კონკრეტული დავალება თუ სურვილი შესრულდება.

ნატა ხურციძე გვეუბნება, რომ კომპანიის სამომავლო გეგმები კვლავ საკუთარი მომხმარებლის საჭიროებებზე, სურვილებზე მუდმივ დაკვირვებას და მისთვის ადეკვატური სერვისების შეთავაზებას წარმოადგენს, ისე, როგორც ამას თიბისი ბანკი აქამდეც ყოველთვის აკეთებდა.

"როგორც აღვნიშნე, ჩვენი მთავარი დაპირებაა "მეტი დრო ცხოვრებისათვის" − სწორედ ამ იდეის ირგვლივ მუშაობს ნიჭიერი ადამიანებისგან შემდგარი გუნდი და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრ საინტერესო და ინოვაციურ პროდუქტსა თუ სერვისს შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებელს".

სტატუს ციფრული ნაკრები შემდეგ საბანკო და არასაბანკო პროდუქტებს აერთიანებს:

საბანკო პროდუქტები:

  • კლასის VISA/MASTERCARD PLATINUM ბარათი:
  • უფასო განაღდების პირობა ბარათიდან თიბისის და პარტნიორი ბანკების ბანკომატებში
  • განაღდების მაღალი ლიმიტი ბანკომატში
  • არსებულ ნაშთზე სარგებლის დარიცხვის პირობა
  • უსაფრთხოების უფასო "პრემიუმ" მომსახურება
  • ტარიფები საბანკო გადარიცხვებზე
  • ტარიფები შემნახველი და მიმდინარე ანგარიშებიდან თანხის განაღდებაზე
  • შეთავაზებები სადაზღვევო პროდუქტებზე
  • და ამონაწერი უფასოდ
  • რიგის მართვის ბარათი
  • ცენტრის მომსახურება 24/7

არასაბანკო პროდუქტები:

  • -მომსახურება
  • 150-ზე მეტ სავაჭრო ობიექტში
  • ინტერესებზე მორგებული ტრენინგები, მასტერკლასები და ღონისძიებები
  • ლაუნჯებზე წვდომის ბარათი (Lounge Key; Priority Pass)

სტატუს ციფრული ნაკრების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე: https:// www.tbcbank.ge

დაინტერესების შემთხვევაში, დაუკავშირდით სტატუს ცენტრს ნომერზე: 2 272700.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია