თიბისი თანამშრომლებს სტარტაპ-დეკრეტში გასვლას უკვე მეორედ სთავაზობს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

აქ, ახლა, თიბისი საკუთარ თანამშრომლებს მეორედ აძლევს უპრეცედენტო შესაძლებლობას, ისარგებლონ სტარტაპ-დეკრეტით. პროექტში მონაწილეობის მსურველებისთვის რეგისტრაცია უკვე დაიწყო.

სტარტაპ-დეკრეტის ფარგლებში, თიბისის თანამშრომლები შეძლებენ, ისარგებლონ 6 თვიანი სრულად ანაზღაურებადი დეკრეტით და საკუთარი ბიზნესიდეა რეალობად აქციონ. გარდა ამისა, თიბისელები ავტომატურად ჩაერთვებიან პროგრამა „სტარტაპერში" და არაფინანსური და ფინანსური სერვისებით სარგებლობას განსაკუთრებული პირობებითა და შეღავათებით შეძლებენ.

ინოვაციური პროექტის ფარგლებში, თიბისელები საკუთარ ბიზნესიდეებს სპეციალურად პროექტისთვის შერჩეულ ჟიურის წევრებს წარუდგენენ, რის შემდეგაც ჟიური საუკეთესო იდეების ავტორებს გამოავლენს. პროექტში მონაწილეობისთვის, წარდგენილი ბიზნესიდეა უნდა იყოს ტექნოლოგიური/ინოვაციური.

სტარტაპ-დეკრეტი თიბისის ინიციატივით 2019 წელს შეიქმნა და მას ანალოგი არ აქვს ქვეყანაში. პროექტი უნიკალური და არასტანდარტული მიდგომაა როგორც თანამშრომლების, ისე სტარტაპერების მხარდასაჭერად. სტარტაპ-დეკრეტის პირველი სამი გამარჯვებული უკვე გამოვლინდა. ერთმა მათგანმა კუთვნილი დეკრეტით ისარგებლა და საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე აქტიურად მუშაობს.

სტარტაპ-დეკრეტის მომდევნო გამარჯვებულებს თიბისი სექტემბერში გამოავლენს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

Business News

ქართველი მეწარმე ქალები

USAID YES-Georgia - ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა

Business News

Dyson Next Gen Living - უსაზღვრო ინოვაციები და ახალი ტექნოლოგიების დემო ზონები

Dyson-მა ბუქარესტში რეგიონალურ ღონისძიებას უმასპინძლა

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი