Sponsored Content

თიბისი "წინანდლის პრემიის" მხარდამჭერია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი, 2022 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენის, "წინანდლის პრემიის" მხარდამჭერია. პრემიამ წლების მანძილზე ხელი შეუწყო ახალგაზრდა ხელოვანთა და მეცნიერთა იმ თაობის აღმოჩენა-პოპულარიზებას, რომელმაც მომავალში მნიშვნელოვანი ეტაპი შექმნა ქართულ კულტურასა და სამეცნიერო დარგებში.

წლევანდელი ლაურეატები 9 დეკემბერს თეატრალურ სივრცეში "ჰარაკი" დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე დასახელდნენ. ჟიურის გადაწყვეტილებით, წინანდლის პრემია მეცნიერებისა და ხელოვნების 8 ნომინაციაში გაიცა.

  • თეატრალური ხელოვნება: გივიკო ბარათაშვილი, მსახიობი. საკონკურსოდ წარადგინა კონსტანტინ ტრეპლევის როლი სპექტაკლიდან "თოლია".რეჟისორი დავით დოიაშვილი (ვ. აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი).
  • კინოხელოვნება: თინათინ და ხვიჩა ემირიძეები, კინორეჟისორები საკონკურსოდ წარადგინეს სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი "რესპუბლიკა''.
  • მუსიკალური ხელოვნება: ვერიკო ჭუმბურიძე, მევიოლინე. საკონკურსოდ წარადგინა ა. დვორჟაკის სავიოლინო კონცერტი ლა მინ. თხზ. 53, ჰ. ვენიავსკის მე-16 საერთაშორისო სავიოლინო კონკურსის გახსნის ცერემონიიდან (ვარშავის ფილარმონიული ორკესტრი, დირიჟორი ა. ბორეიკო).
  • მხატვრული ლიტერატურა (პოეზია): თორნიკე სიბაშვილი, პოეტი. საკონკურსოდ წარადგინა პოეტური კრებული "დეტექტივი" (გამომცემლობა "კალმოსანი" 2021)
  • მხატვრული ლიტერატურა (პროზა): ცოტნე ავსაჯანიშვილი, მწერალი. საკონკურსოდ წარადგინა მოთხრობების კრებული "ბავშვები კორტესარის მთიდან" (გამომცემლობა "ინტელექტი" 2021).
  • ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: მარი ლუიზა კონჯარია, ქიმიკოსი. საკონკურსოდ წარადგინა ნაშრომი: "ქირალური სულფოქსიდების ენანტიომერთა დაყოფა ციკლოდექსტრინების თანაობისას კაპილარულ ელექტროფორეზში" (ჟურნალი Journal of Chromatography A, 2022).
  • სახვითი ხელოვნება: ანა ჯიბლაძე, მულტიმედია არტისტი. საკონკურსოდ წარადგინა ინსტალაცია "ერთადერთი ნაიარევი - The Only Scar" (2022).
  • ჰუმანიტარული მეცნიერებები: ანა ქირია, ფილოლოგი, ფილოსოფოსი. საკონკურსოდ წარადგინა ნაშრომი "თვითერთის გააზრების ნეოპლატონური პერსპექტივები" (გამომცემლობა "ლოგოსი" 2021).


"წინანდლის პრემია 2022" ხორციელდება ზურაბ ჟვანიას ფონდის ორგანიზებით.

პროექტის მხარდამჭერები არიან: ქ. თბილისის მერია, კომპანია "გალფი", ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია, "ბაზისბანკი", კომპანია "ბადაგონი", "პეესპე", "ჰარაკი", პრემიის საინფორმაციო მხარდამჭერია რადიოჰოლდინგი "ფორტუნა".