Get All Access for $5/mo

თიბისიმ ახალი საგანმანათლებლო კამპანია წამოიწყო როგორ გამოვიყენოთ ციფრული არხები აქ, ახლა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისიმ, აქ და ახლა, საგანმანათლებლო კამპანია დაიწყო. გუნდს იდეა მაშინ გაუჩნდა, როცა ყველა ჩვენგანს შინიდან უწევდა მრავალი საქმის წარმოება, მათ შორის საბანკო ოპერაციების განხორციელება. პროცესზე დაკვირვებისას გამოიკვეთა, რომ მობაილ და ინტერნეტბანკი მომხმარებლებისთვის ნიშნავს სრულფასოვან ბანკს და ის აღარ არის მხოლოდ ცხოვრების გამარტივება, არამედ ძირეული საჭიროებების დაკმაყოფილებაა. სწორედ ამიტომ, თიბისიმ გადაწყვიტა, რომ მომხმარებლებისთვის, რომლებიც ტექნოლოგიებში ასე თუ ისე გაუთვითცნობიერებლები არიან და უჭირთ ციფრული არხების მოხმარება, წამოეწყო საგანმანათლებლო კამპანია, რომლის მიზანიც ამ ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივება და ციფრული არხების აუცილებელი და საჭირო ფუნქციების მარტივ და გასაგებ ენაზე ახსნაა.

როგორც Entrepreneur-ს თიბისის ციფრული ბანკინგის განვითარების ხელმძღვანელი თეა კობახიძე უყვება, პროექტი მოიცავს სასარგებლო ფუნქციების მარტივ და გასაგებ ენაზე ახსნას, რომელსაც ახლავს პრაქტიკული მაგალითები: "ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ მიზნობრივი აუდიტორიისთვის დისტანციური პროდუქტების გამოყენების შესწავლისას ძირითადი სირთულე მათთვის გაუგებარი ტერმინებისა და პროცესების სიმრავლეა. ასევე, გავიაზრეთ, რომ როგორც წესი, ადამიანები მაგალითის მიხედვით ვსწავლობთ. თუ ვხედავთ, რომ სხვა ჩვენნაირ ადამიანს კონკრეტული ქმედება გამოსდის, მივიჩნევთ, რომ ჩვენც გამოგვივა და შესაბამისად, სიახლეს უფრო მარტივად ვითვისებთ. აქედან გამომდინარე, ავირჩიეთ საგანმანათლებლო მიდგომა, რომლის ფარგლებშიც მიზნობრივი სეგმენტის წარმომადგენელი სხვადასხვა ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ადამიანები, მარტივი და გასაგები ენით, ყოველგვარი ტექნიკური და უცხო ტერმინების გარეშე აუხსნიან, თუ როგორც უნდა გამოიყენონ მობაილ ან ინტერნეტბანკის საჭირო და სასარგებლო ფუნქციები. ავირჩიეთ ისეთი ადამიანები, რომლებსაც თავიდან თავადაც უჭირდათ ადაპტაცია, თუმცა ამჟამად ციფრული სერვისებით სარგებლობა მათი ყოველდღიურობის ნაწილია".

პროექტის შედეგად, მომხმარებლების ცხოვრება მეტად გამარტივდება, რადგან "აქ და ახლა" ადამიანებს ციფრულ სამყაროში გარკვევისა და ფინანსური მომსახურების დისტანციურად და სრულფასოვნად მიღების შესაძლებლობას მისცემს. საგანმანათლებლო კამპანიის ფარგლებში, ვიდეორგოლები თიბისის Facebook-გვერდზე ქვეყნდება. პირველი საგანმანათლებლო ვიდეორგოლი მობაილ და ინტერნეტბანკში რეგისტრირებას ეხება, სადაც მუსიკის ჟურნალისტი კახა თოლორდავა მარტივ და გასაგებ ენაზე ხსნის, როგორც უნდა გადმოიწერონ და დარეგისტრირდნენ მობაილბანკში. მომდევნო ვიდეოებში კი მომხმარებლები სასარგებლო ინფორმაციას მიიღებენ ისეთ ფუნქციებზე, როგორებიცაა: თანხის გადარიცხვა მობილურის, პირადი ან ანგარიშის ნომრით; კომუნალური გადასახადების გადახდა; მობაილბანკის პაროლის აღდგენა და ა.შ.

შედეგად, მომხმარებლებს გაუმარტივდებათ ციფრულ ბანკინგთან ადაპტირება, ხოლო მარტივ, გასაგებ ენაზე ახსნილი ფუნქციები მათ დაეხმარება ფილიალში მისვლის გარეშე შეასრულონ ესა თუ ის საბანკო აქტივობა. ანუ ის, რაც მათთვის ადრე პრობლემას წარმოადგენდა და რის გამოც ისინი თავს იკავებდნენ ციფრული პროდუქტებით სარგებლობისგან, ახლა წარსულს ჩაბარდება.

ტექნოლოგიური ტრენდები

განათლება და ახალი შესაძლებლობები დიდ ბრიტანეთში

გაინტერესებთ როგორ მიიღოთ განათლება დიდ ბრიტანეთში?

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინდუსტრიული ტრენდები

ქართული ჩაის ახალი ბრენდი გურიიდან

უმაღლესი ხარისხის ქართული ჩაი ჩაის მოყვარულთათვის!