Get All Access for $5/mo

თიბისიმ და საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიამ პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმეს შეთანხმება კომპანიებს შორის 3 წლიან თანამშრომლობას და მთის კურორტების მომავალი გეგმების ერთობლივად განხორციელებას ითვალისწინებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

თიბისიმ და საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიამ 6 ნოემბერს პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმეს. ინტერესთა გამოხატვის საფუძველზე, რაშიც მონაწილეობდნენ სხვა ბანკებიც, თიბისი ბანკი შეირჩა. ხელმოწერა სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi-ში გაიმართა. შეთანხმება კომპანიებს შორის 3-წლიან თანამშრომლობას და მთის კურორტების მომავალი გეგმების ერთობლივად განხორციელებას ითვალისწინებს. კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამშრომლობის მიზანია საქართველოს მთის კურორტების, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ გაძლიერება და მათი მომსახურების განვითარება.

მთის კურორტების განვითარების კომპანია თიბისისთან 2015 წლიდან თანამშრომლობს. ახალი შეთანხმების ფარგლებში, პარტნიორობა კიდევ უფრო გაფართოვდა და მოიცვა შემდეგი მიმართულებები:

  • მთის კურორტების ციფრული პლატფორმების გაძლიერება
  • საერთო მარკეტინგული და საკომუნიკაციო სტრატეგიის განხორციელება
  • საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს მთის კურორტების ცნობადობის გაზრდა
  • ონლაინგაყიდვების გაზრდა და ფინანსური ოპერაციების გამარტივება.

"ჩვენი თანამშრომლობა კერძო სექტორთან უმნიშვნელოვანესია სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციისა და პოზიციონირების კუთხით − როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. თიბისისთან გრძელვადიანი თანამშრომლობით გაუმჯობესდება არსებული სერვისები და დაინერგება ახალი ტექნოლოგიები, ინოვაციების დანერგვა კი მთის კურორტებზე ვიზიტორებს მეტ კომფორტს შეუქმნის, რაც ჩვენი კომპანიის უმთავრესი მიზანია. საზოგადოება ამ ხელშეკრულების შედეგს აუცილებლად მალე იხილავს", − განაცხადა თეიმურაზ გამცემლიძემ, მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა.

"თიბისი უკვე მეხუთე წელია მთის კურორტების პარტნიორია და მიხარია, რომ თანამშრომლობას კვლავ ვაგრძელებთ. ჩვენთვის ეს შეთანხმება სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოში მთის კურორტების განვითარება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის ასეთი თანამშრომლობა, ვფიქრობ ორივე მხარეზე დადებითად აისახება და საბოლოო ჯამში საუკეთესო შედეგს მივიღებთ", − აღნიშნა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

"აღმოჩნდა, რომ ჩვენი და მთის კურორტების კომპანიის მიზნები დაემთხვა. ძალიან გვინდა, ჩვენი მთის კურორტების აქტივობები მსოფლიო მასშტაბით გახდეს პოპულარული. ჩვენი მიზანია, მთელი მსოფლიოდან მოვიზიდოთ ვიზიტორები და ჩვენს სამთო კურორტებს ვაზიაროთ. ამისთვის დღეიდან ერთად ვიწყებთ ზრუნვას. ვაგრძელებთ გაციფრულების ტენდენციებს, ინოვაციურ ფიქრს და ვამარტივებთ სერვისებს, რომ საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს", − განაცხადა შეხვედრაზე ნიკა ქურდიანმა, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ.

ხელშეკრულების ხელმოწერაზე ასევე იმყოფებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ნიკოლოზ ალავიძე. "ნიშანდობლივია ის გარღვევა, რაც თიბისიმ შეძლო. თიბისის ინტერნეტბანკი დედამიწის საუკეთესო ინტერნეტბანკი გახდა. ამით კიდევ უფრო ვამტკიცებთ პლანეტა დედამიწაზე ჩვენი ქვეყნის აღქმადობას. მალე ზამთრის სპორტის მსოფლიო შეჯიბრს უნდა ვუმასპინძლოთ და ამისათვის გუნდურად ვემზადებით საუკეთესო სერვისებით, რათა მოვიზიდოთ დიდი და მაღალმხარჯველი სეგმენტი. მადლობა მინდა გადავუხადო თიბისის და მთის კურორტების კომპანიას, ერთობლივი თანამშრომლობისა და გუნდურობისთვის", − განაცხადა მან.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა აეროპორტების გაერთიანების დირექტორი. "მთის კურორტების განვითარება მჭიდრო თანამშრომლობითაა შესაძლებელი. მიხარია, რომ ამ ხელშეკრულებით ეს თანამშრომლობა სახელმწიფოსა და საფინანსო ინსტიტუტებს შორის შედგა, რაც აუცილებლად შედეგიანი იქნება. ჩვენ ამაყები ვართ თიბისი ბანკის წარმატებით მსოფლიო მასშტაბით", − აღნიშნა გიორგი ჩოგოვაძემ.

მთის კურორტების განვითარების კომპანია 2013 წელს დაარსდა. 2014 წლამდე კომპანია მართავდა გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტს, 2014 წლიდან კი ეტაპობრივად კომპანიას მმართველობაში გადაეცა ბაკურიანის (დიდველი, კოხტა, მიტარბი) გოდერძისა და სვანეთის (თეთნულდი, ჰაწვალი) სამთო-სათხილამურო კურორტები.

მთის კურორტების განვითარების კომპანიას, დაარსებიდან ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები აქვს განხორციელებული. მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებამ კი ხელი შეუწყო ვიზიტორების ზრდას. 2019 წლის ჩათვლით, ზამთრის სეზონზე ოთხივე სამთო სათხილამურო კურორტზე 578%-ით გაიზარდა ვიზიტორთა ოდენობა, ხოლო ზაფხულში − 654%-ით. ძირითადი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ზამთრის სეზონისთვის მზადებასთან ერთად, 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატს უკავშირდება. ბაკურიანში, ახალი დიდველის ტერიტორიაზე სამი ახალი საბაგირო შენდება. ეს და სხვა ყველა პროექტი, რომელიც ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატისთვის განხორციელდება, კურორტს ახალ სიცოცხლეს შესძენს და შექმნის დასვენების მრავალფეროვან შესაძლებლობებს ზამთრის სპორტული სახეობების მოყვარულთათვის.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"