თიბისიმ სტრატეგიული მიმართულება – განათლება შეაჯამა: შედეგები და ახალი შესაძლებლობები
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"თიბისიმ", რომელმაც ადამიანების ცხოვრების გამარტივება უკვე 33 წელია მთავარ მისიად აქცია, განათლების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა პარტნიორებთან ერთად შეაჯამა. 3 დეკემბერს, "თიბისი კონცეპტის" სივრცეში გაიმართა პრეზენტაცია, სადაც ბრენდის წარმომადგენლებმა, პარტნიორებმა, განათლების სფეროს ექსპერტებმა და "თიბისის" საგანმანათლებლო პროგრამების მონაწილეებმა განათლების მიმართულების განვითარებასა და მომავალ გეგმებზე ისაუბრეს.
ბოლო სამი წლის განმავლობაში განათლება "თიბისის" ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ მიმართულებად იქცა. ბრენდის მიზანია, მაქსიმალურად გაანეიტრალოს ყველა ბარიერი, რომელიც ადამიანებს ხარისხიანი განათლების მიღებაში უშლის ხელს და მისცეს მათ შესაძლებლობა, მიიღონ ის ცოდნა და უნარები, რომლებიც აქამდე მიუღწევლად ეჩვენებოდათ.
"გვჯერა, რომ განათლება ცხოვრების გამარტივების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ამიტომ "თიბისიში"მიზნად დავისახეთ, ადამიანებს მივცეთ განათლების შესაძლებლობები და ინსტრუმენტები, ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების და გააგრძელონ სვლა დასახული მიზნისკენ. ვასწავლით იმ სფეროებსა და თემებს, რაშიც "თიბისის" მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში დიდი გამოცდილება და ექსპერტიზა დაუგროვდა – იქნება ეს ტექი, AI თუ ბიზნესდისციპლინები.
გვინდა დავეხმაროთ ადამიანებსა და ბიზნესებს საქართველოში, შეძლონ იმ ცოდნისა და უნარების დაგროვება, რომელიც მათ კარიერულ და აკადემიურ ჰორიზონტს აფართოებს, ამასთანავე, საერთაშორისო ასპარეზზე გასვლასა და წარმატების მიღწევაში დაეხმარება", – აღნიშნა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, "თიბისის" გენერალურმა დირექტორმა.
მაკუნა თავბერიძე, "თიბისის" მარკეტინგის და ბრენდის გამოცდილების ლიდერი, ამბობს, რომ "თიბისი" და მისი პარტნიორები ამაყობენ უკვე არსებული შედეგებით და სჯერათ, რომ ცოდნაზე ხელმისაწვდომობა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მთავარი საყრდენია.
"გვჯერა, რომ ცოდნისა და თვითრწმენის გაერთიანება ყველაფერს შესაძლებელს ხდის. ჩვენ დაგროვილ ცოდნას ვაზიარებთ ახალგაზრდა პროფესიონალებთან, ბიზნესებსა და მომავალ თაობებთან იმისთვის, რომ შევუქმნათ მათ გზა უკეთესი მომავლისკენ", – ამბობს ის.
"თიბისიმ" განათლების მიმართულებით უკვე არაერთი პლატფორმა და პროგრამა შექმნა:
"თიბისი" ტექსკოლა, "თიბისი" კამპუსი, AI საოლიმპიადო კურსი, IT აკადემია, რისკების აკადემია და პარტნიორებთან ერთად განხორციელებული სხვა ტექნოლოგიური და ბიზნესმიმართულების პროგრამები სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს სრულიად უფასო, ხარისხიან განათლებას სთავაზობს.
ამ ინიციატივების საშუალებით, მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან დაეუფლონ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ბიზნესდისციპლინებს, მოემზადონ მომავლის პროფესიებისთვის და უფრო მარტივად დასაქმდნენ ან საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე იმუშაონ.
"თიბისი" ტექსკოლის კურსდამთავრებული, ანა კვაჭანტირაძე ხაზს უსვამს, თუ რამხელა როლი შეასრულა "თიბისის" პროექტში მონაწილეობამ მისი სამომავლო გეგმების ჩამოყალიბებაში. როგორც ანა გვიყვება, სწორედ ამ პროექტებმა დააჯერა ის საკუთარ ძალებში, აჩვენა მისი ნამდვილი შესაძლებლობები და გზები, თუ როგორ მივიდეს დასახულ მიზნამდე.
"ტექნოლოგიურ სფეროში მივიღე ძალიან მნიშვნელოვანი ცოდნა – გავიარე "თიბისის" სამი სხვადასხვა კურსი და ამან მომცა ფასდაუდებელი უნარები. თითოეულმა კურსმა მომცა როგორც მნიშვნელოვანი თეორიული, ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობა. ამან კი ჩემს მომავალ პროფესიულ განვითარებას ჩაუყარა საფუძველი და დამანახვა, რა მინდა ვაკეთო მომავალში", – აცხადებს ანა კვაჭანტირაძე.
განათლების სტრატეგიული მიმართულება მხოლოდ ინდივიდებზე არ არის ორიენტირებული – "თიბისი" განსაკუთრებულ ყურადღებას ბიზნესების მხარდაჭერაზეც ამახვილებს. ESG აკადემია, ბიზნესებისთვის შექმნილი სხვადასხვა ტრენინგ-პროგრამები, ბიზნესდაჯილდოება და განვითარების მხარდამჭერი პლატფორმები კომპანიებს ეხმარება, ადაპტირდნენ სწრაფად ცვალებად ბაზარზე, განავითარონ თანამშრომლების უნარები და გაიზარდონ გრძელვადიანი პერსპექტივით.
"თიბისიში" სჯერათ, რომ ქვეყნის პროგრესი უშუალოდ დაკავშირებულია თითოეული ადამიანის განათლებაზე დაფუძნებულ ინდივიდუალურ მიღწევებთან. სწორედ ამიტომ, ბრენდი 2026 წელსაც გააგრძელებს იმ პროგრამების შექმნასა და გაფართოებას, რომლებიც სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს, ახალგაზრდა პროფესიონალებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს აძლევს შესაძლებლობას, მოემზადონ თანამედროვე სამუშაო ბაზრისთვის, მიიღონ ცოდნა ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებში და დაეუფლონ უნარებს, რომლებიც მომავალზეა ორიენტირებული.
განათლების სტრატეგიული მიმართულების შეჯამების ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა "თიბისის" გრძელვადიანი ხედვა – განაგრძოს ინვესტირება ცოდნაში, ტექნოლოგიებსა და ადამიანების განვითარებაში როგორც ქვეყნის, ისე საზოგადოების საერთო წინსვლისთვის.