Sponsored Content

თიბისიმ ციფრულ კორპორაციულ სერვისებში Global Finance-ის 8 ჯილდო მიიღო

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა ყოველწლიური შედეგები გამოაქვეყნა. 2023 წელს თიბისიმ, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით, განსაკუთრებულ აღიარებას 18 ნომინაციაში მიაღწია.

თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის კორპორაციული ციფრული სერვისების განვითარება და დახვეწა პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოცემამ თიბისი 8 ნომინაციაში დააჯილდოვა წარმატებული ციფრული კორპორაციული ინიციატივებისთვის.

კომპანიები ნომინაციებში რამდენიმე კრიტერიუმით შეფასდნენ, როგორებიცაა: საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილება, სახაზინო სერვისები და სხვა.

"მოხარულები ვართ, რომ თიბისიმ რამდენიმე მიმართულებით მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. აღნიშნული ჯილდოები იმის დადასტურებაა, რომ თიბისი წარმატებით ასრულებს გაციფრულებისა და დისტანციური არხების განვითარების სტრატეგიას. როგორც ერთგული ფინანსური პარტნიორი, მხარს ვუჭერთ თითოეულ პარტნიორ კომპანიას, ბიზნესსა თუ ცალკეულ მომხმარებელს სწორედ იმ სერვისებით, რომლებმაც ეს მნიშვნელოვანი ჯილდოები მოგვაპოვებინა", – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

ჟურნალი Global Finance 1987 წლიდან გამოდის და მას მსოფლიოს 190 ქვეყანაში კითხულობენ. გავლენიანი გამოცემა უკვე 35 წელია მსოფლიოში სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით საუკეთესო ბანკებს ასახელებს. საერთაშორისო ჟურნალი მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა და დიდი ნდობით სარგებლობს ფინანსურ წრეებში.

Global Finance რეგულარულად აჯილდოებს საუკეთესო შედეგების მქონე ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა მიმწოდებლებს. მსოფლიოს ფინანსური საზოგადოებისთვის კი, Global Finance-ის ჯილდოები საბანკო საქმიანობის შეფასების სანდო და ობიექტური სტანდარტია.

Related Topics

Business News

მიტანის სერვისი დრონებით - ინოვაცია ქართულ ბაზარზე

Waiter Call-ის ინოვაციური შესთავაზება მომხმარებლებს

ინდუსტრიული ტრენდები

Kamkhadze PA: იმიგრაცია განსაკუთრებული მიღწევების მქონე ადამიანებისთვის

აღიარებული მაიამის 2023 წლის ერთ-ერთ საუკეთესო საიმიგრაციო იურიდიულ ფირმად

სიახლეები

"ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა" - USAID YES-Georgia

პროგრამის მე-13 დასკვნითი რაუნდი წარმატებით დასრულდა

სიახლეები

რას გვთავაზობს Marriott International საქართველოში

ინტერვიუ ალექსანდრე კვარაცხელიასთან

ტექნოლოგიური ტრენდები

რა აკლია ქართველს?

პატარა საქმეები ჩვენს გულს არ ანთებენ