Get All Access for $5/mo

თიბისიმ კიბერუსაფრთხოების შესახებ ფორუმს უმასპინძლა ფორუმის მიზანი კიბერუსაფრთხოებით დაინტერესებულ პირებს შორის საკითხის მიმართ ცნობიერების ამაღლება და ინდუსტრიული ტრენდების და საერთაშორისო სტანდარტების გაცნობა იყო

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ჟურნალ The Economist-ის წლიური გამოცემის და კომპანია "სპექტრის" ორგანიზებითა და თიბისის მხარდაჭერით 30 ივნისს, თიბისი კონცეფტის სივრცეში გაიმართა ფორუმი "კიბერუსაფრთხოება ბიზნესისთვის".

ფორუმის მიზანი კიბერუსაფრთხოებით დაინტერესებულ პირებს შორის საკითხის მიმართ ცნობიერების ამაღლება და ინდუსტრიული ტრენდების და საერთაშორისო სტანდარტების გაცნობა იყო; ასევე, 2021 წელს ძალაში შესული "კანონის ინფორმაციული უსაფრთხოების" განხილვა.

დარგის ექსპერტებმა სხვადასხვა ორგანიზაციებიდან ბიზნეს სექტორში გადაწყვეტილების მიმღებებთან კიბერუსაფრთხოების სფეროს ირგვლივ არსებული აქტუალური საკითხების, ტრენდების, ახალი საფრთხეების, შესაძლებლობების და პრობლემის მოგვარების გადაჭრის გზების შესახებ დისკუსია გამართეს.

პანელური დისკუსიები შემდეგ თემებზე გაიმართა - როგორ უწყობს ხელს კიბერუსაფრთხოების ტრენდები შემოსავლების ზრდას და რისკების მინიმიზებას; ბიზნესუწყვეტობის ჩავარდნის გამო მიღებული ფინანსური და რეპუტაციური ზარალი, როგორია ადგილობრივი და მსოფლიო პრაქტიკა, რა არის კიბეუსაფრთხოების ყველაზე დიდი გამოწვევები.

ფორუმის დასაწყისში თიბისის მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ მოწვეულ სტუმრებს მაკროეკონომიკული მიმოხილვა გააცნო და ეკომინომიკურ მაჩვენებლებზე უკრაინის ომის გავლენაზე ისაუბრა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე

ერთხელ აინშტაინმა თქვა: "ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს".