Get All Access for $5/mo

თიბისის აპლიკაციების კონკურსის ნახევარფინალისტები ცნობილია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

თიბისის აპლიკაციების კონკურსზე მე-2 ტურში გასული გუნდების ვინაობა ცნობილია. გამარჯვებისთვის სულ 29 სტარტაპერი იბრძოლებს, ესენია: Exponent Group, WEBHR, Wowchy, PaySlip, კეპლერი, Bubbler, Brokerapp, UPWAY, თრაისი, UniSoft, iPolitician, Allmakery - ოლმეიქერი, Theneo, Instock - ციფრული საწყობი, Crosscreators, სქუადრო, Fudo Team, DeliverOn, CORVIS, Doggo App Team Strange Elo, კოლექტივი, Intera AI, Huppy, მედუ, Areal, Galaxy Taxi, GEPARTS, EduPay.

მე-2 ტური 22-24 სექტემბერს გაიმართება. გუნდებმა ჟიურის წევრების წინაშე პრეზენტაციის სახით უნდა წარმოადგინონ თავიანთი იდეა: სადემონსტრაციო მასალა, ტექნიკური გადაწყვეტა, განხორციელებისა და კომერციალიზაციის გეგმა. შუალედური ტურის შემდეგ გუნდებს ექნებათ დრო პროტოტიპზე მუშაობის გასაგრძელებლად.

ფინალურ მე-3 ტურში კი 10 საუკეთესო გუნდი გადავა, რომლებიც ინდივიდუალურ კონსულტაციებს სპეციალურად მათთვის მოწვეულ მენტორებთან გაივლიან. ფინალურ ღონისძიებაზე ისინი საჯაროდ წარადგენენ თავიანთი იდეის მუშა პროტოტიპებს. 3 გამარჯვებულს დამოუკიდებელი ჟიური გამოავლენს. გამარჯვებული სტარტაპები შემდეგი კრიტერიუმებით შეირჩევიან: რამდენად ჭრის აპლიკაცია რეალურ პრობლემას, როგორია აპლიკაციის კონცეფცია, ბიზნესმოდელი და ა.შ.

პირველ ადგილზე გასული გუნდი 30 000 ლარით, მეორე და მესამე საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები კი - 15 000 ლარით დაჯილდოვდებიან. კონკურსის დასრულების შემდეგ გამარჯვებულებს კონკრეტული დრო მიეცემათ პროტოტიპების დასასრულებლად. ფულადი ჯილდო კი აპლიკაციის სრულყოფას მოხმარდება.

ყველა დასრულებულ პროექტს თიბისი თავის ბიზნეს მომხმარებლებს შესთავაზებს.

თიბისის მხარდაჭერით აპლიკაციების კონკურსი უკვე მესამე წელია ქვეყანაში ტექნოლოგიური ინდუსტრიის გასავითარებლად, ბიზნესში ტექნოლოგიური გადაწყვეტების შემოსატანად და პროცესების გასამარტივებლად ტარდება. კონკურსი თიბისის პროგრამა "სტარტაპერის" ორგანიზებით იმართება. კონკურსის მიზანია, საქართველოში ისეთი აპლიკაციების, სოფტების თუ სხვა ციფრული გადაწყვეტების შექმნა, რომლებიც ადამიანებს და ბიზნესებს ყოველდღიურ ცხოვრებას გაუმარტივებს; ასევე, ახალგაზრდა თაობაში ვებ-დეველოპმენტის ცნობადობას გაზრდა და პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით ბიზნესის მხარდაჭერა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ტექნოლოგიური ტრენდები

მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ციფრული ცვლილებების დრო დგება

Ricoh South Africa-ს ახალი კვლევის მიხედვით, მცირე და საშუალო კომპანიების არსებობას საფრთხე დაემუქრება, თუ ისინი ვერ აუწყობენ ფეხს ციფრულ ტრანსფორმაციას, ნორმატიულ მოთხოვნებს და ეკონომიკური ძვრებს, რომლებიც მთლიანად ცვლიან მათ ბაზრებს

სიახლეები

საახალწლო სურვილები

თუ თქვენს თავს ისე შეხედავთ, როგორც საყვარელი ფილმის გმირს ან წიგნის პერსონაჟს, გაცილებით ცნობისმოყვარე გახდებით საკუთარი ცხოვრების მიმართ

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი