Get All Access for $5/mo

თიბისის ბიზნეს აპი ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

თიბისი ბიზნესებს სპეციალურად მათზე მორგებულ მობაილბანკის აპლიკაციას - ბიზნეს აპს სთავაზობს, რომელიც ბიზნესების მხარდასაჭერად, მათი საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა.

გთავაზობთ თიბისის ბიზნეს აპის რამდენიმე ფუნქციონალს, რომელიც ყოველდღიურ საქმიანობას ამარტივებს:

  • ავტომატური გადარიცხვები

ავტომატური გადარიცხვების ფუნქციონალი იმ ყოველკვირეულ და ყოველთვიურ გადარიცხვებს მოიცავს, რომლებიც მომხმარებლის მიერ არჩეულ კვირის კონკრეტულ დღეს ან თვის რომელიმე რიცხვში ავტომატურად შესრულდება. ავტომატური გადარიცხვის შექმნა შესაძლებელია, როგორც შიდა, ასევე სხვასთან გადარიცხვის შემთხვევაში, ეროვნულ ვალუტაში.

  • SWIFT გადარიცხვა

მომხმარებლის ყოველდღიურობის გასამარტივებლად, თიბისის ბიზნეს აპს კიდევ ერთი ფუნქციონალი - Swift გადარიცხვა დაემატა. ამ გზით გადარიცხვა ადგილობრივ და უცხოურ ვალუტაში, ნებისმიერ ბანკში, მათ შორის საზღვარგარეთ, დისტანციურად არის შესაძლებელი.

  • ყოველდღიური ანალიტიკა

ბიზნეს აპის კიდევ ერთი ფუნქციონალი - ბიზნეს ანალიტიკა მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ყოველთვიური ან ყოველდღიური ხარჯები და შემოსავალი უკეთ გააკონტროლოს და სწორი ფინანსური ანალიზის გაკეთოს. მომხმარებლები, რომლებიც თიბისის პოს-ტერმინლით ან ელექტორნული კომერციით სარგებლობენ, შესაძლებლობა აქვთ, გაიგონ თავიანთი მომხმარებლის ქცევა და გააკეთონ ისეთი მნიშვნელოვანი დაკვირვებები, როგორებიცაა: კვირის რომელ დღეს არის უფრო მეტი გაყიდვები, დღის რომელ მონაკვეთში არის ყველაზე დიდი ბრუნვა, როგორ მოქმედებს ფასდაკლებები გაყიდვებზე, ჰყავს თუ არა მათ კომპანიას ლოიალური მომხმარებლები და სხვა.

  • IBAN სკანერი

IBAN სკანერის ფუნქციონალი ბიზნეს აპში გადარიცხვის პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს. ანგარიშის ნომრის ხელით შეყვანა აღარაა საჭირო. გადარიცხვის შესასრულებლად, მობილურის კამერის IBAN ნომრის ამოცნობისთვის დამიზნებაა საკმარისი. ამასთანავე, ბიზნეს აპში ანგარიშის ნომრის "წაკითხვა" უკვე გადაღებული ფოტოს ატვირთვითაცაა შესაძლებელი.

თიბისის ბიზნეს აპი მუდმივად ვითარდება და იხვეწება და ის მომხმარებელს კიდევ არაერთ ტექნოლოგიურ სიახლეს შესთავაზებს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

მენეჯმენტი

რესტორნის მფლობელის ხუთი გამოწვევა

რესტორნის ახალბედა მფლობელები სათანადოდ არ აფასებენ საწყის კაპიტალს, რომელიც ახალი რესტორნის გასახსნელადაა აუცილებელი

Business News

Qwerty, როგორც წარმატებული CSR კამპანიის მაგალითი

QWERTY დაახლოებით ოთხი წლის წინ დაარსდა საქართველოში, კომპანიის საწყისი კაპიტალი კი 105 ლარი იყო - შპს-ს რეგისტრაციისთვის საჭირო თანხა. დღეს კომპანია 4 ქვეყანაშია წარმოდგენილი.