Get All Access for $5/mo

თიბისის ბიზნეს ციფრული ბანკის UX დიზაინი რეგიონში საუკეთესო გახდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

როგორ უნდა შევქმნათ მარტივი, საინტერესო და მომხმარებელზე მორგებული გამოცდილება, რომელიც ყოველდღიურობას ამარტივებას? ამ კითხვაზე პასუხი 21-ე საუკუნეში განსაკუთრებით აქტუალური გახდა. მასზე იმდენივე პასუხი შეიძლება მოვიძიოთ, რამდენი გვერდიც არის საძიებო სისტემაში. რა თქმა უნდა, არის ბევრი პარამეტრი, წესი, შაბლონი, საუკეთესო პრაქტიკა, რომლის გამოყენება ყოველდღიურად შეგვიძლია, მაგრამ ის, რაც გუშინ სწორად გვეჩვენებოდა, შეიძლება დღეს არასწორი აღმოჩნდეს. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ ის, რასაც ჩვენს სამუშაო მაგიდასთან ვქმნით და სრულყოფილად გვეჩვენება, მომხმარებლისთვის შესაძლოა სულაც არ აღმოჩნდეს მისაღები. ტერმინი UX (user experience / მომხმარებლის გამოცდილება) ოფიციალურად 90-იანებში კომპანია Apple-ში გაჩნდა, თუმცა UX-ს ისეთ მოვლენებსაც უკავშირებენ, როგორებიც არის ფენ შუის პრაქტიკის წარმოშობა ჩინეთში, ძველი საბერძნეთის ერგონომიკის პრინციპების შექმნა, ფრედერიკ ვინსლოუ ტეილორის სამუშაო ადგილის ეფექტიანობის კვლევები, ტოიოტას ადამიანზე ორიენტირებული საწარმო სისტემა, ჰენრი დრეიფასის სამომხმარებლო პროდუქტების დიზაინი, UX გენიოსი ვოლტ დისნეის თემატური პარკების შექმნა.

UX დიზაინის განუყოფელი ნაწილი დიზაინ ფიქრია, რომელიც კონკრეტული გადაწყვეტილებებისთვის სწორ საფუძველს ქმნის და სტრატეგიულ მიმართულებას აძლევს ამა თუ იმ პროდუქტს. ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 70-იანებში, IDEO-ში დაიწყეს ადამიანზე ორიენტირებული დიზაინის პრაქტიკის გამოყენება, რომლის მიხედვითაც, ახლებური მიდგომები მხოლოდ იმ შემთხვევაში იბადებოდა, თუ შემოქმედებით პროცესში ადამიანი და მისი საჭიროებები იყო გათვალისწინებული.

თიბისის UX გუნდი ბოლო 2 წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა. ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებას გაუჩნდა საჭიროება, გუნდში საკუთარი UX ექსპერტი ჰყავდეს. ეს მოთხოვნა გამოწვეულია სამყაროს სწრაფი გაციფრულებით. დღეს მომხმარებელს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლია, მიიღოს წამყვანი ბრენდების გამოცდილება თავისი ლეპტოპის, პლანშეტის ან ტელეფონის ეკრანიდან, შეაფასოს სხვადასხვა გამოცდილება სასურველი ვარსკვლავების რაოდენობის მიხედვით და შეარჩიოს მათგან საუკეთესო.

"მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება ციფრულ არხებში ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. დღეს, მომხმარებელი ცენტრალური ფიგურაა და მის გარშემო ვაგებთ მარტივ და მასზე მორგებულ პროცესებს. ციფრული არ ნიშნავს ხელშეუხებელს. პირიქით, ეს გამოცდილება უნდა იყოს ყველაზე ადამიანური და გასაგები. ამ პროცესში ვართ ყოველდღე - დიზაინ ფიქრი გვეხმარება სწორი გადაწყვეტების მოძიებაში და ყოველდღიური პატარა წარმატებების მიღწევაში, რომლებიც, საბოლოო ჯამში, დადებით ცვლილებას ქმნის მომხმარებლისთვის" - ამბობს კახა დოლიძე, თიბისის დიზაინ სისტემების გუნდის ლიდერი.

სტანდარტების დავიწყება და მათი ახლიდან შექმნა კომპლექსური პროცესია, თუმცა თიბისის გუნდისთვის მსგავსი პრაქტიკა ახალი არ არის. პროდუქტების განახლება და უკუკავშირზე დაყრდნობით მათი გაუმჯობესება არც საერთაშორიო გამოცემა Global Finance-ისთვის დარჩა შეუმჩნეველი. 2022 წლის შედეგების მიხედვით, ცნობილმა გამოცემამ, თიბისის ბიზნეს ციფრული ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონედ დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ამ ჯილდოსთან ერთად, წელს, თიბისიმ დამატებით 8 ნომინაციაში მოიპოვა Global Finance-ის ჯილდო.

Global Finance-ი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და რეპუტაციული გამოცემაა, რომელსაც მსოფლიოს 190 ქვეყანაში ადევნებენ თვალს. უკვე 35 წელია, რაც დამოუკიდებელი ჟიური სხვადასხვა კატეგორიაში აფასებს და აჯილდოვებს ფინანსურ ინსტიტუტებს. წელს, მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები ისეთი კრიტერიუმების საფუძველზე ფასდებოდნენ, როგორებიც არის საუკეთესო ციფრული სტრატეგია, ციფრული შეთავაზებების მაღალი ხარისხი და აქტუალურობა, ციფრული პროდუქტების ფართო არჩევანი, არხების დიზაინი და ფუნქციონალი.

თიბისი აგრძელებს მომხმარებლებთან ერთად ციფრული პროდუქტების გაუმჯობესებას და შექმნას იმისთვის, რომ მაქსიმალურად გაამარტივოს ადამიანების ცხოვრება და ყოველდღიურობა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია