თიბისის ფილიალებში ახალი ბიზნესის რეგისტრაციას შეძლებთ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით თიბისი მეწარმეებს კომპანიის რეგისტრაციის გამარტივებულ გზას გთავაზობთ. თქვენ უკვე შეგიძლიათ თიბისის 50 ფილიალში დაარეგისტრიროთ კომპანია, რაშიც ბიზნეს გიდი დაგეხმარებათ.

პროცესი საკმაოდ მარტივია და ბანკში ერთი ვიზიტით შესაძლებელი ხდება როგორც ბიზნესის დარეგისტრირება, ისე ანგაირიშის გახსნა და სხვა ფინანსური თუ არაფინანსური ოპერაციების განხორციელება.

თიბისის ფილიალში მისულ თვითდასაქმებულს თუ კომპანიის წარმომადგენელს, დახვდებათ კვალიფიციური, მათ საჭიროებებზე ორიენტირებული ბიზნეს გიდები, რომელიც დაეხმარებათ კომპანიის რეგისტრაციაში. გარდა ამისა, ბიზნეს გიდი საბანკო და არაფინანსურ პროდუქტებსა თუ პროცესებსაც გააცნობს, რაც მეწარმეებს საკუთარი ბიზნესის უკეთ წარმართვაში და შემდგომ განვითარებაში დაეხმარებათ.

თუკი აქამდე, მეწარმეების დროის დიდი ნაწილი კომპანიის რეგისტრაციაზე, საოპერაციო პროდუქტებზე, სესხებზე და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებას ეთმობოდა, ახლა უკვე ამ ფუნქციას ბიზნეს გიდები შეითავსებენ, რომლებმაც თიბისიში სპეციალური გადამზადება გაიარეს. ეს კი მომხმარებელს მნიშვნელოვნად დაუზოგავს დროს.

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ლიდერობა

ელდარ პირმისაშვილი - PR-ანტრეპრენერი

ელდარმა ერთ-ერთი პირველი სტრატეგიული კომუნიკაციის სააგენტო საქართველოში, "პერიტუს ჯგუფი" 14 წლის წინ შეიქმნა

სიახლეები

Leo Institute and Teams with Unbelievable Results

Finnish pharmaceutical company FinVector gets FDA(Food and Drug Administration) authorization after 25 years of R & D phase for their newly invented bladder cancer treatment medication with the support of Leo Institute's Georgian team

სიახლეები

5 მიზეზი, რის გამოც iPhone 14 iPhone 13-ზე უკეთესია

შეადარეთ ახალი მოდელი თავის წინამორბედს