Get All Access for $5/mo

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში YTONG-ის ბრენდის ენერგოეფექტური ბლოკის ქარხანა გაიხსნა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

თბილისში, პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, YTONG-ის ბრენდის ენერგოეფექტური ბლოკის ქარხანა გაიხსნა. პროექტი "არქიმ" 2015 წელს, გერმანელ პარტნიორთან - "ქსელა ჯგუფთან", "საპარტნიორო ფონდთან" და თიბისისთან ერთად დაიწყო. 2019 წელს კი, პროექტის პარტნიორებს "ბიქეი კონსთრაქშენი" შეუერთდა.

საწარმოს ჯამური ინვესტიცია 55 მილიონი ლარია. პროექტის პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტი კი თიბისია.

ქარხანაში წლიურად 30 მილიონი ლარის პროდუქციის შექმნა და 200-მდე ადამიანის დასაქმება იგეგმება. საწარმო უახლოეს პერიოდში სრულად ჩაანაცვლებს YTONG-ის პროდუქციის იმპორტს და ექსპორტზეც გავა.

YTONG გერმანული ბრენდია, რომელიც უკვე 100 წელია მაღალტექნოლოგიური სამშენებლო მასალის წარმოების ლიდერია. ამჟამად, მსოფლიოს მასშტაბით, YTONG-ის 100-ზე მეტი ქარხანა ფუნქციონირებს. მის ბლოკს უნიკალური ენერგოეფექტური თვისებები გამოარჩევს. სტანდარტულ სამშენებლო ბლოკთან შედარებით, YTONG-ის ბლოკს 6-ჯერ ნაკლები თბოგამტარობა აქვს, შესაბამისად, ამ ბლოკით აშენებული კედელი უფრო დიდხანს ინარჩუნებს ოთახის ტემპერატურას და კომუნალურ გადასახადებს დაახლოებით 35%-ით ამცირებს. ამასთან, YTONG-ის ბლოკი ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან შედგება და ხანძარგამძლეა.

"ხარისხიანი მშენებლობა "არქის" მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, უკვე 7 წელია არქის ყველა პროექტის მშენებლობა სწორედ YTONG-ის გერმანული ბლოკით მიმდინარეობს. დღემდე, ჩვენ ვახდენდით ამ ბლოკის იმპორტირებას საქართველოში იმისთვის, რომ ჩვენი მაცხოვრებლებისთვის საუკეთესო ხარისხი შეგვეთავაზებინა. 2015 წლიდან დავიწყეთ თბილისში YTONG-ის ქარხნის პროექტზე მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან ერთად და დღეს უკვე გავხსენით თბილისში გერმანული სტანდარტის YTONG-ის ქარხანა, რომლის პროდუქციაც უკვე ადგილობრივად, საქართველოში იქნება წარმოებული და ხელმისაწვდომი", - ილია წულაია, "არქის" დამფუძნებელი.

"აღნიშნული პროექტი ჩვენთვის 2 მნიშვნელოვან მიმართულებას - სამშენებლო მასალების იმპორტის ჩანაცვლებასა და ენერგოეფექტური პროექტების განხორციელებას აერთიანებს. მოხარულები ვართ, რომ თიბისის თანამონაწილეობით ქართულ ბაზარზე გერმანული სტანდარტი და ხარისხი შემოდის და ისეთი ინოვაციური პროდუქტი შეიქმნება, რომლის წარმოებასაც სრულად ქართული მასალები და საქართველოში მოპოვებული წიაღისეული მოხმარდება. თიბისისთვის პრიორიტეტულია იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც მაღალტექნოლოგიურ წარმოებასა და დასაქმებას უწყობს ხელს", - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია